დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25/41 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016408 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის №2407 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 20 072.1 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 21 252.8 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 711.9 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 1 118.8 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 333.1 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 79.0 ათ. ლარით.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 542.1 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 711.9 ათ. ლარის ოდენობით.
“ ბ.გ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15 184.3 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 396.1 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 926.1 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 530.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“ ბ.დ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1.4 და 2.1.5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „2.1.4 სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6000 ადამიანზე. 2018 წელს დაგეგმილია პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება. 2.1.5 სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) პროგრამის ფარგლებში 2018 წელს გათვალისწინებულია ნ. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის კაპ. შეკეთება. ასევე განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული მინი სტადიონების სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული სპორტული ობიექტების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას.“ ბ.ე) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „3.2 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კაპ. შეკეთებისა და გაზიფიცირების სამუშაოები. ასევე განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სახურავების კაპ. შეკეთების სამუშაოები. “ ბ.ვ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“ |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 28 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები