ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016333
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
20/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
010250020.35.158.016333
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2017 - 04/12/2017)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2017 წლის 20 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ (დანართი 1).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის ჯილდოს გაცემის წესის“  დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 010250020.35.158.016327).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი

მუხლი 1. ზოგადი   დებულებები

ეს  წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი  მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გაცემის პირობებს.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ  წესში  გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ  შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) წარჩინებული სტუდენტი სტუდენტი, რომელიც სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).

ბ) სპორტსმენი პირი, რომელიც მისდევს პროფესიულ სპორტს,  გამოდის შეჯიბრებებში და/ან ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სპორტში.

გ) ეტალონი  მოსწავლე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2017“ ბოლნისის გამარჯვებული ერუდირებული ახალგაზრდა. 

მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტების  ყოველთვიური  ფულადი  წახალისება

1. წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით  (2017 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარჩინებული სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის დასკვნის  საფუძველზე.

მუხლი 4.  ყოველთვიური  წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად სტუდენტებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელიდან ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).

გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.

მუხლი 5. სპორტსმენების  ყოველთვიური   ფულადი   წახალისება    

1. ყოველთვიური  ფულადი  წახალისება   გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც  2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები  100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის  მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სპორტსმენთა პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 6.  სპორტსმენთათვის ერთჯერადად ფულადი  ჯილდოს  გაცემა

 1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც:

ა) 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2016 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის  2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო)  – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.;

ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2016 წლის იმ პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დამსახურებისთვის უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო)- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2016 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  ხოლო მათ უშუალო მწვრთნელებს 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2016 წლის იმ ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).

2. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მწვრთნელი დაჯილდოვდება საუკეთესო ტიტულის მქონე სპორტსმენის მაჩვენებლის შესაბამისად. ხოლო სპორტსმენის ერთდროულად რამდენიმე გამარჯვების შემთხვევაში, მწვრთნელს ერთჯერადი ჯილდო მიეცემა წარმატებული სპორტსმენის საუკეთესო მაჩვენებლის მიხედვით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ფულადი ჯილდო  გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 7.  დახმარების მისაღებად პორტსმენთა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი.

გ)  სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, მწვრთნელის მითითებით;

ე) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

მუხლი 8.  ეტალონის გამარჯვებულისათვის სტიპენდიის გაცემა

1. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2017“-ის ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს მიეცემა  სტიპენდია  ყოველთვიურად 100 (ასი)  ლარის ოდენობით.

2.სტიპენდიის მისაღებად  ეტალონმა მოსწავლემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი;

 გ) ჩემპიონატში გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

3. სტიპენდია გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის  მიერ  წარმოდგენილი  დასკვნის საფუძველზე.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტალონი მოსწავლის  პირად საბანკო ანგარიშზე.


10. 24/07/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 26/07/2024 9. 31/01/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 02/02/2024 8. 21/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 23/03/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 03/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 06/02/2020 6. 21/10/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 25/10/2019 5. 16/09/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 19/09/2019 4. 18/06/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 22/06/2018 3. 19/03/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 22/03/2018 2. 05/02/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 12/02/2018 1. 04/12/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 70 - ვებგვერდი, 08/12/2017