„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016413
9
05/02/2018
ვებგვერდი, 12/02/2018
010250020.35.158.016413
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

  „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი  ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, 010250020.35.158.016333) დამტკიცებულ  დანართი  №1-ში  შევიდეს   შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ  წესში  გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ  შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების  81-90 ქულა);

ბ) სპორტსმენი – პირი, რომელიც მისდევს პროფესიულ სპორტს,  გამოდის შეჯიბრებებში და/ან ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას სპორტში;

გ) ეტალონი  მოსწავლე – ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2018“ ბოლნისის გამარჯვებული ერუდირებული ახალგაზრდა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის  ოდენობით  (2018  წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).  წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (2018  წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 4. ყოველთვიური წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად სტუდენტებმა მერიაში  უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი-შეფასების  81-90 ქულა).

გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. ყოველთვიური  ფულადი  წახალისება   გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც  2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები  – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ 1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც:

ა) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის  2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო)  – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.;

ბ) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე მათ უშუალო მწვრთნელებს (გარდა 2017 წლის იმ პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დამსახურებისთვის უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო) – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში  – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებს – 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  ხოლო მათ უშუალო მწვრთნელებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2018“-ის ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს მიეცემა  სტიპენდია  ყოველთვიურად 100 (ასი)  ლარის ოდენობით 2018 წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი