„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016427
23
19/03/2018
ვებგვერდი, 22/03/2018
010250020.35.158.016427
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 19 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი  ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, 010250020.35.158.016333) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 4. ყოველთვიური წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად  ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში სტუდენტებმა მერიაში  უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი-შეფასების  81-90 ქულა);

გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
 დადგენილება  ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი მარტიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიიმრან მ. გასიმოვი