„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016638
15
24/07/2024
ვებგვერდი, 26/07/2024
010250020.35.158.016638
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 24 ივლისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის  მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 20  თებერვლის  №9  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017,010250020.35.158.016333) დამტკიცებულ  დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს  წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (გარდა მწვრთნელებისა) წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი  მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გაცემის პირობებს.“.

2. მე-7  მუხლის „ბ“ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;~.

3. მე-7  მუხლს დაემატოს „ბ1 “ პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) სსიპ  „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ საინფორმაციო ბარათი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი მირიანაშვილი