დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016436 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, 010250020.35.158.016333) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება 1. ყოველთვიური ფულადი წახალისება გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან: ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები და საქართველოს ნაკრების წევრები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯებულები – 100 (ასი) ლარის ოდენობით; გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სპორტსმენთა პირად საბანკო ანგარიშზე.“. 2. დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სპორტსმენთათვის ერთჯერადად ფულადი ჯილდოს გაცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო გაიცემა სპორტსმენებზე, რომლებიც: ა) გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) გახდებიან ოლიმპიური პრიზიორები (II ადგილი) – 8 000 (რვა ათასი) ლარი, (III ადგილი) – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; გ) გახდებიან ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; დ) გახდებიან ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები, (II ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი, (III ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ე) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ვ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი) – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, (III ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ზ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); თ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ი) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); კ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი) – 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ლ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); მ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ნ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან გრან - პრის, გრან – სლემისა და მსოფლიო ღია მასტერსის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთ ათასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ო) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან გრან – პრის, გრან – სლემისა და მსოფლიო მასტერსის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – (II – ადგილი) – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III – ადგილი) – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); პ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონები – 1000 (ერთი ათასი) – ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ჟ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები – (II ადგილი) 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); რ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 8 00 (რვაასი) – ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ს) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი) – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო); ტ) 2017 წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა 2017 წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები