„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016556
9
21/03/2022
ვებგვერდი, 23/03/2022
010250020.35.158.016556
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2022 წლის 21 მარტი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017,010250020.35.158.016333) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის  „ა“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;  (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების  81-90 ქულა), ხოლო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;“

2. მე-3  მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით საბაკალავრო პროგრამაზე ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის  ოდენობით (მიმდინარე სასწავლო  წლის 1ოქტომბრიდან  1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა)  დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (მიმდინარე სასწავლო  წლის 1ოქტომბრიდან  1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე), სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა-150 (ას ორმოცდაათი) ლარის  ოდენობით (მიმდინარე სასწავლო  წლის 1ოქტომბრიდან  1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე), სადოქტორო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა-300 (სამასი) ლარის  ოდენობით (მიმდინარე სასწავლო  წლის 1ოქტომბრიდან  1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე).“

3.მე-3  მუხლს დაემატოს  12, 13,  14  და 15  პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობებისა.

13.დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით.

14. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.

15. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.“

4.მე-4  მუხლს დაემატოს  „დ“  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი