„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016395
70
04/12/2017
ვებგვერდი, 08/12/2017
010250020.35.158.016395
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №70

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებისა და 24-ე პუნქტის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, 010250020.35.158.016333) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  დასკვნის  საფუძველზე.“

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ყოველთვიური წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად სტუდენტებმა მერიაში  უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელიდან ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).

გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის  მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.“.

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფულადი ჯილდო გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დახმარების მისაღებად სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი);

გ) სპორტსმენის მიერ საპრიზო ადგილის დაკავების ან გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი, მწვრთნელის მითითებით;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

6. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტიპენდიის მისაღებად ეტალონმა მოსწავლემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი);

გ) ჩემპიონატში გამარჯვების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი.

3. სტიპენდია გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი