დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016626 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/02/2017,010250020.35.158.016333) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის, ერუდირებული ახალგაზრდებისთვის, მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემის პირობებს. 2. წახალისება გაიცემა იმ წარჩინებულ სტუდენტებზე, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). 3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტი.“. 2. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წარჩინებული სტუდენტი: ა.ა) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა), ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა), ა.ბ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში რეზიდენტურის პროგრამაზე; ა.გ) სტუდენტი, რომელიც სწავლობს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სადოქტორო პროგრამაზე.“ 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტების ფულადი წახალისება 1. წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით საბაკალავრო პროგრამაზე ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე), სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა-150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე), (B)ფრიადი – შეფასების 81-90 ქულა-100 (ასი) ლარის ოდენობით, (მიმდინარე სასწავლო წლის 1ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე). 2. სტუდენტები რომლებიც სწავლობენ რეზიდენტურის პროგრამაზე დაფინანსდებიან სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ორი წლის განმავლობაში. 3. სტუდენტები რომლებიც სწავლობენ სადოქტორო პროგრამაზე დაფინანსდებიან სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სამი წლის განმავლობაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიური ფულადი წახალისება მიეცემა წინა სემესტრული შეფასების გათვალისწინებით. 5. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ და უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობებისა. 6. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით. 7. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს. 8. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. 9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარჩინებული სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე. 10. ამ მუხლში აღნიშნული ფულადი წახალისება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“ 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. წახალისების მისაღებად წარჩინებულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური წახალისების მისაღებად ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგარემების სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება; ბ) სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სემესტრული შეფასების შესახებ ცნობა, რითაც სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A)ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა; (B) ძალიან კარგი-შეფასების 81-90 ქულა); გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით). 2. ამ წესის მე-3 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომი წახალისების მისაღებად ყოველი სასწავლო სემესტრის დასრულების შემდგომ რეზიდენტურის/სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება; ბ) ცნობა სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან სასწავლო სემესტრის დასრულების შესახებ; გ) პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით).“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები