,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ``

  • Word
,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ``
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 15/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
225
14/06/2004
სსმ, 61, 15/06/2004
480.070.000.05.002.002
,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ``
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/06/2004 - 30/06/2004)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №225

2004 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ

1. 2004 წლის 16 ივლისიდან რეორგანიზებულ იქნეს:

ა) საქართველოს საელჩო ავსტრიის, სლოვაკიის, სლოვენიის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს შემდეგი დიპლომატიური წარმომადგენლობები:

ა.ა) საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში;

ა.ბ) საქართველოს საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში;

ა.გ) საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში;

ბ) საქართველოს საელჩო რუმინეთში და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს საქართველოს საელჩო რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში;

გ) საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში.

2. შეიქმნას საქართველოს საელჩო:

ა) პოლონეთის რესპუბლიკაში;

ბ) იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში;

გ) ესპანეთის სამეფოში;

დ) წმინდა საყდართან (ვატიკანში).

3. დამტკიცდეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის თანდართული ნუსხა.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ზურაბიშვილმა:

ა) დაამტკიცოს დანართში ჩამოთვლილი დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა;

ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა

1. საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში

2. საქართველოს საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში

3. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში

4. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

5. საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში

6. საქართველოს საელჩო ბენელუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

7. საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

8. საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

9. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში

10. საქართველოს საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში

11. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში

12. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში

13. საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში

14. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

15. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

16. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა

17. საქართველოს საელჩო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში

18. საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში

19. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

20. საქართველოს საელჩო საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში

21. საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

22. საქართველოს საელჩო უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში

23. საქართველოს საელჩო უკრაინაში

24. საქართველოს საელჩო რუმინეთის და მოლდოვას რესპუბლიკებში

25. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში

26. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში)

27. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

28. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

29. საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში

30. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან

32. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან

33. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

34. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან.

 

17. 01/06/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 367 - სსმ, 63, 04/06/2010 16. 07/04/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 217 - სსმ, 36, 07/04/2010 15. 10/03/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 158 - სსმ, 26, 11/03/2010 14. 06/03/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 87 - სსმ, 26, 10/03/2009 13. 30/01/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 37 - სსმ, 12, 02/02/2009 12. 21/01/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 22 - სსმ, 9, 23/01/2009 11. 18/12/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 608 - სსმ, 180, 18/12/2008 10. 25/11/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 571 - სსმ, 168, 27/11/2008 9. 12/10/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 579 - სსმ, 145, 18/10/2007 8. 28/12/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 775 - სსმ, 176, 29/12/2006 7. 19/10/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 612 - სსმ, 143, 19/10/2006 6. 13/10/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 606 - სსმ, 142, 16/10/2006 5. 26/06/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 386 - სსმ, 87, 26/06/2006 4. 20/01/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 53 - სსმ, 8, 23/01/2006 3. 02/11/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 916 - სსმ, 129, 03/11/2005 2. 23/02/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 95 - სსმ, 22, 25/02/2005 1. 30/06/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 240 - სსმ, 66, 02/07/2004