დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 23/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/01/2009 - 30/01/2009)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
2009 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში და საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდეს:
ა) საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკაში და კატარის სახელმწიფოში;
ბ) საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულების (სსმ III, №61, 2004 წ., მუხ. 532) მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკაში და კატარის სახელმწიფოში.“;
ბ) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.“.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ ბრძანებულებით რეორგანიზებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ბ) ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 25 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები