დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 10/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.070.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №87
2009 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულების (სსმ III, №61, 2004 წ., მუხ. 532) მე-3 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-18 პუნქტი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 4 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები