დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 916 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 03/11/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.070.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №916
2005 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდეს:
„საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან“.
2. „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებით (სსმ №61, 2004 წლის 14 ივნისი, მუხ. 532) დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ნუსხის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“.
ბ) ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 31-ე პუნქტი.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გელა ბეჟუაშვილი):
ა) დაამტკიცოს ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობის რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა;
ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ; ხოლო ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები