დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 386 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 26/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.070.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №386
2006 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. 2006 წლის პირველი ოქტომბრიდან რეორგანიზებულ იქნეს:
ა) საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა;
ბ) საქართველოს საელჩო საფრანგეთში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო საფრანგეთსა და პორტუგალიაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში;
გ) საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში;
დ) საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში;
2. 2007 წლის პირველი იანვრიდან რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
3. ,,საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №61, მუხ. 532) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:
„ ი) ნიდერლანდების სამეფოში;
კ) ინდოეთის რესპუბლიკაში.“.
4. „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ნუსხის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.“;
ბ) ნუსხის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში.“;
გ) ნუსხის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა.“;
დ) ნუსხის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში.“;
ე) ნუსხის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. საქართველოს საელჩო საფრანგეთსა და პორტუგალიაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.“;
ვ) ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე და მე-40 პუნქტები:
„39. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.
40. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში.“.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) დაამტკიცოს ამ ბრძანებულებით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა;
ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
6. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
7. ბრძანებულების მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
8. ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 ოქტომბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები