დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 11/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №158
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, საქართველოს საელჩო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდეს:
ა) საქართველოს საელჩო ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში;
ბ) საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში და ანდორის სათავადოში;
გ) საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, ლიხტენშტეინის სამთავროში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;
დ) საქართველოს საელჩო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში (სსმ III, №61, 2004წ., მუხ. 532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის:
ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საქართველოს საელჩო ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში“;
ბ.ბ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში და ანდორის სათავადოში“;
ბ.გ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, ლიხტენშტეინის სამთავროში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა“;
ბ.დ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. საქართველოს საელჩო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში და ისლანდიის რესპუბლიკაში“.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) დაამტკიცოს ამ ბრძანებულებით რეორგანიზებული დიპლომატიური წარმომადგენლობების საშტატო ნუსხა;
ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. ამ ბრძანებულებით რეორგანიზებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 15 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები