„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.08.002.003
  • Word
53
20/01/2006
სსმ, 8, 23/01/2006
480.070.000.08.002.003
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №53

2006 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლო­ბის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №61, მუხ. 532) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში;

ზ) შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში;

თ) იაპონიაში.“;

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას დაემატოს 36-ე, 37-ე და 38-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„36. საქართველოს საელჩო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში;

37. საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში;

38. საქართველოს საელჩო იაპონიაში.“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) დაამტკიცოს ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა.

3. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

მ. სააკაშვილი