„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 180, 18/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.05.002.004
  • Word
608
18/12/2008
სსმ, 180, 18/12/2008
480.070.000.05.002.004
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №608

2008 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო საფრანგეთსა და პორტუგალიაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.

2. შეიქმნას საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №61, მუხ. 532) მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.“;

ბ) ნუსხას დაემატოს 46-ე და 47-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„46. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში.

47. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.“.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) დაამტკიცოს ბრძანებულებით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა;

ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ნოემბრის №571 ბრძანებულება.

7. ეს ბრძანებულება, გარდა მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან. ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი