სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.000.132
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
165
22/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
370.030.000.05.001.000.132
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/06/2007 - 21/07/2010)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

   თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. კანონის მიზანია:

ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა;

ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება.

2. კანონი განსაზღვრავს:

ა) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა შეძენისა და გასხვისების წესს;

ბ) სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

2. კანონი მოქმედებს აგრეთვე:

ა) ნაკვეთებზე და ნაკვეთის ნაწილებზე, თუ ისინი მდებარეობენ დასახლებულ პუნქტებში და გამოიყენებიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად;

ბ) განაშენიანების ზონაში მდებარე ნაკვეთებზე, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ შეცვლილა;

გ) ტყის ფონდის იმ მიწებზე, რომლებითაც შეივსო სოფლის მოსახლეობის მიწის ნაკვეთები.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ცნება

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე:

ა) კომლის (ოჯახის) საკუთრების წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 4. საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე ამ მუხლის 11, 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ამასთანავე, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო უცხოელს – აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.

11. უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისონ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას გამოიყენება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები.

2. (ამოღებულია).

3. მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო საკუთრებაში.

4. საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.

5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

51. არსიანისა და აჭარა-იმერეთის ქედებზე არსებული სუბალპური და ალპური საძოვრები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით, 5-5 წლის ვადით, სათანადო ნორმატიული აქტებით, დროებით სარგებლობაში გადასცემს იმ რაიონს, თემს, დაბასა და სოფელს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიებს ტრადიციულად საძოვრებად იყენებდნენ.

6. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4958 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.221

    მუხლი 5. სოფლის მეურნის ცნება

1. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

2. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

3. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

4. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

5. (ამოღებულია -14.06.2000, №389 ).

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

თავი II

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების კერძო-სამართლებრივი (სამოქალაქო - სამართლებრივი) შეზღუდვა

    მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების უფლება

1. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება დაშვებულია ჩვეულებრივი წესით, ასევე ზოგადი შეზღუდვებით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №31, 24.07.1997 წ., გვ.1

მუხლი 8. გასხვისების ზოგადი შეზღუდვა

მესაკუთრეს, რომელიც საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობას უძღვება მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა გაასხვისოს მხოლოდ მისი (მათი) თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. თანხმობის მიღებაზე უარი შეიძლება ითქვას მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას. თუ მესაკუთრე ვერ მიიღებს თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4958 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.221

    მუხლი 9. გამოსყიდვის სახელშეკრულებო უფლება

მიწის ნაკვეთის გასხვისებისას გამსხვისებელს შეუძლია შეუთანხმდეს შემძენს მის გამოსყიდვაზე იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენი თავს დაანებებს მიწის დამუშავებას. თუ შემძენმა მიწის დამუშავებას თავი გამსხვისებლის გარდაცვალების შემდეგ დაანება, გამოსყიდვის უფლებით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია გამსხვისებლის იმ მემკვიდრეს, რომელსაც სურს თვითონ დაამუშაოს მიწა.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4958 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.221

     მუხლი 11. (ამოღებულია)

    მუხლი 12. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება

1. საქართველოს მიწის ბაზრის რეგულირების, მიწების გამოყენებისა და დაცვის, მათი ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს საადგილმამულო ფონდი. საადგილმამულო ფონდის მეშვეობით უპირატესი გამოსყიდვის უფლება აქვს სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში.

2. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება, თუ:

) მესაკუთრის შვილს სურს მიიღოს საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა და დამოუკიდებლად გაუძღვეს მას;

) მესაკუთრემ საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გაასხვისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ან იგი მას იძულებით ჩამოერთვა.

3. თუ მესაკუთრეს რჩება ქმედუუნარო მემკვიდრე, სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს, დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

    მუხლი 13. უპირატესი შესყიდვის უფლების ვადა

უპირატესი შესყიდვის უფლება უქმდება ორი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა უფლებამოსილმა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მესაკუთრე თავს ანებებს მეურნეობის გაძღოლას.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 14.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

თავი III

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო-სამართლებრივი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) მოწესრიგება

    მუხლი 15.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 16.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 17.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 18.  (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

    მუხლი 19.  აკრძალვები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისას და გასხვისებისას

1. აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4958 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.221

    მუხლი 20. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4958 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.221

    მუხლი 21. გარიგებათა სამოქალაქო სამართლებრივი შედეგები

1. ბათილია გარიგება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.

2. ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 22.  გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცეთ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.170

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 22 მარტი.

№165-IIს

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებრვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებევლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

3. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

4. სოფლად მცხოვრებ მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები (ოჯახები) გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და შესაძლებლობის შემთხვევაში გამოეყოთ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით.

5. საკუთრების უფლება არ ვრცელდება იმ კომლთა მიწებზე, რომელთაც მიწის რაიმე ნაკვეთი მიღებული (მითვისებული) აქვთ ზემოაღნიშნული დადგენილების დარღვევით.

6. მეორე პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შესაბამისად მოქალაქეთა საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მიწათსარგებლობა და საკუთრებითი ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი კანონით. დაევალოს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტი 1996 წლის 1 აგვისტომდე წაუდგინოს პარლამენტს განსახილველად.

7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის რეჟიმი სასაზღვრო და სანაპირო ზოლში და სასაზღვრო ზონაში განისაზღვრება სპეციალური კანონით.

8. ისტორიის, არქეოლოგიის, ქალაქმშენებლობის და არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების ძეგლების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილ ზონებში, აგრეთვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის რეჟიმს არეგულირებს კანონი.

9. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიღებული მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული აქტები ბათილია.

10. საქართველოს მთავრობამ 1996 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ფინანსური, ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ღონისძიებების გატარება.

11. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

12. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 1996 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის კანონში ,,გირავნობის შესახებ“ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული ცვლილებები და დამატებები.

13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთდროულად, ისე ეტაპობრივად, ცალკეული რეგიონების მიხედვით, მიწის მესაკუთრეთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის, კადასტრის სამსახურის მზადყოფნის შესაბამისად. ამასთან, მიწის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად აუცილებელია მესაკუთრემ ხელი მოაწეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს მოქალაქის დეკლარაციას, რომ აღიარებს მას.

14. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ის ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 22 მარტი.

№166-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

2. საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №31, 24.07.1997 წ., გვ.1

3. საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონი №1300 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ10

4. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2082 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.119

5. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

6. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №389 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.64

7. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2429 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.146

8. საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 08.12.2004 წ., მუხ.170

9. საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4958 - სსმ I, №24, 02.07.2007 წ., მუხ.221

18. 25/06/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4848-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 17. 07/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/10/1267,1268 - ვებგვერდი, 12/12/2018 16. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1049-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 15. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3391-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 14. 24/06/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/563 - ვებგვერდი, 07/07/2014 13. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2027-IIს - ვებგვერდი, 26/02/2014 12. 28/06/2013 - საქართველოს კანონი - 795-IIს - ვებგვერდი, 17/07/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 26/06/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/512 - ვებგვერდი, 04/07/2012 10. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3513 - სსმ, 48, 09/08/2010 9. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4958 - სსმ, 24, 02/07/2007 8. 26/11/2004 - საქართველოს კანონი - 628 - სსმ, 36, 08/12/2004 7. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2429 - სსმ, 21, 15/07/2003 6. 14/06/2000 - საქართველოს კანონი - 389 - სსმ, 23, 23/06/2000 5. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 4. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2082 - სსმ, 24(31), 26/06/1999 3. 20/03/1998 - საქართველოს კანონი - 1300 - პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 2. 26/06/1997 - საქართველოს კანონი - 786 - პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997 1. 15/05/1997 - საქართველოს კანონი - 719 - პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997