დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 389 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/06/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 23/06/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 370.030.000.05.001.000.794 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, აპრილი, 1996 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და საადგილმამულო მეურნეობების“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „მიეკუთვნებიან საადგილმამულო მეურნეობას“ შეიცვალოს სიტყვებით „გამოიყენებიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად;“.
3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში)“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო რეესტრში“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვს ფიზიკურ პირს, კომლს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.“.
5. მე-3 მუხლის მე-3–5 პუნქტები ჩაითვალოს მე-4 მუხლის მე-3–5 პუნქტებად, ხოლო მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები – მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებად.
6. მე-5 მუხლის პირველი, მე-2–5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სპეციალური ნებართვის საფუძველზე“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გასხვისებათა ზოგადი შეზღუდვა და საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება
თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, მაგრამ საზიარო მიწის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. წილის გაყიდვისას სხვა მოწილეებს აქვთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.“.
9. მე-9, მე-11, მე-12, მე-14–18 მუხლები ამოღებულ იქნეს.
10. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოიჯარეს მიწის ნაკვეთის გასხვისებისას აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება.“.
11. მე-13 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „გამოსყიდვის“ შეიცვალოს სიტყვით „შესყიდვის“, ხოლო სიტყვები „ერთი თვის ვადაში“ – სიტყვებით „ორი კვირის ვადაში“.
12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. აკრძალვები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისას და გასხვისებისას
აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
13. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. გარიგებათა სამოქალაქო სამართლებრივი შედეგები
1. ბათილია გარიგება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.
2. ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.“.
15. 22-ე მუხლში სიტყვა „მე-5“ შეიცვალოს სიტყვით „მე-4“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 14 ივნისი.
№389-IIს
დოკუმენტის კომენტარები