სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ

  • Word
სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 29/04/1993
სარეგისტრაციო კოდი 120.260.080.05.001.000.065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
225
29/04/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 29/04/1993
120.260.080.05.001.000.065
სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/06/1999 - 09/12/1999)

საქართველოს კანონი

სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს სამხედრო და სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს საქართველოს  სახელმწიფო სამსახურში.

სამხედრო და სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები ენიჭებათ საქართველოს  მოქალაქეებს მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების, სამხედრო და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების მიკუთვნება.

    მუხლი 2

პირები, რომლებიც თვითნებურად მიიკუთვნებენ ან სხვებს მიანიჭებენ სამხედრო და სპეციალურ წოდებებს ან დიპლომატიურ რანგებს, უნებართვოდ ატარებენ ფორმას და განმასხვავებელ ნიშნებს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3

სამხედრო და სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინიჭება სახელმწიფო მოსამსახურეებს აძლევს გარკვეულ უფლებებსა და უპირატესობებს: კანონით დადგენილი ფორმისა და განმასხვავებელი ნიშნების ტარების უფლება როგორც სამსახურის დროს, ასევე სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ; ხელფასის განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო სამსახურში 25 წლისა და მეტი ნამსახურობის მქონე პირებისათვის სამხედრო და სპეციალური წოდებებისათვის და დიპლომატიური რანგებისათვის პენსიაზე სამუდამო სართის დამატება.

თავი II

(ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 4. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 5. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 6. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

     მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 8. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 9. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 10. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

    მუხლი 11. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

თავი III

სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები

    მუხლი 12

იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან შესაბამის სახელმწიფო სამსახურში, დაწესებულია სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები.

    მუხლი 12I

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისათვის წესდება ერთიანი საკლასო ჩინი – უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასი.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის საკლასო ჩინს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1581-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.8

    მუხლი 13

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; უმცროს ოფიცერთათვის – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროს ოფიცერთათვის – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლეს ოფიცერთათვის – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი. ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.

უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას წოდებებს ანიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას -- საქართველოს პრეზიდენტი.

ამ წოდებების მისაღებად დადგენილი ვადები იგივეა, რაც სამხედრო სამსახურში.

საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი, №002, 09.03.1996წ., გვ.23

    მუხლი 13 1

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

უმცროს ოფიცერთათვის: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

უფროს ოფიცერთათვის: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

უმაღლეს ოფიცერთათვის: გენერალ-მაიორი.

ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის“.

რიგითი შემადგენლობის წოდებებს ანიჭებს ოპერატიული სამმართველოს უფროსი.

უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას წოდებებს ანიჭებს საგადასახადო სამსახურის უფროსი, ოპერატიული სამმართველოს უფროსის წარდგინებით.

გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

ამ წოდებების მისაღებად დადგენილი ვადები იგივეა, რაც სამხედრო სამსახურში.

საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417

    მუხლი 14

საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს და პროკურატური სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: IIIკლასის იურისტი, II კლასის იურისტი,        I კლასის იურისტი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი და უმაღლესი სპეციალური წოდებები იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

საქართველოს სამხედრო პროკურატურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი, იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი და უმაღლესი სპეციალური წოდება იუსტიციის გენერალი.

ამ წოდებების მინიჭების ვადები იგივეა, რაც სამხედრო წოდებების მინიჭებისას.

    მუხლი 15

საქართველოს საბაჟო სამსახურის სისტემაში დადგენილია შემდეგი სპეციალური წოდებები: გუშაგი, უფროსი გუშაგი, საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი, საბაჟო სამსახურის მრჩეველი,  საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი და უმაღლესი სპეციალური წოდებები საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი, საბაჟო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.   

საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417

    მუხლი 151

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;

საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი;

საგადასახადო სამსახურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი და უმცროსი მრჩეველი;

საგადასახადო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კლასის ინსპექტორი.

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და სახელმწიფო მრჩევლის წოდებები განეკუთვნება უმაღლეს სპეციალურ წოდებას.

საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და სახელმწიფო მრჩევლის წოდებათა მინიჭება ხდება მხოლოდ დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით:

ა) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი – საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე – საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი;

გ) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სამმართველოს და წამყვან განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის უფროსი მრჩეველი;

დ) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სამმართველოს უფროსების მოადგილეები და დამოუკიდებელ განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის მრჩეველი;

ე) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის უმცროსი მრჩეველი.

საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417

    მუხლი 152

საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მუშაკებისათვის შემოღებულია ტანსაცმლის ერთიანი ფორმა და შემდეგი საკლასო ჩინები:

     საგადასახადო სამსახურის III რანგის ინსპექტორი;

     საგადასახადო სამსახურის II რანგის ინსპექტორი;

     საგადასახადო სამსახურის I რანგის ინსპექტორი;

     საგადასახადო სამსახურის III რანგის მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის II რანგის მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის I რანგის მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის III რანგის სახელმწიფო მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის II რანგის სახელმწიფო მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის I რანგის სახელმწიფო მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველთა ჩინს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საგადასახადო სამსახურის მრჩევლისა და ინსპექტორის ჩინს – საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი.

საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №770-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.19

    მუხლი 16

სპეციალური წოდებები ენიჭებათ მხოლოდ თანამიმდევრობით. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის წარდგინებით ვადამდე მიანიჭოს სპეციალური წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

    მუხლი 17

სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია შემდეგი ვადები: III, II და I კლასის იურისტების და ინსპექტორებისათვის – 2-2 წელი, უმცროსი მრჩევლის, მრჩევლის, უფროსი მრჩევლისათვის – 3-3 წელი.

უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

    მუხლი 18

1. დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:

ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:

ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:

ბ.ა) უფროსი მრჩეველი;

ბ.ბ) მრჩეველი;

ბ.გ) უმცროსი მრჩეველი;

გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:

გ.ა) პირველი მდივანი;

გ.ბ) მეორე მდივანი;

გ.გ) მესამე მდივანი;

გ.დ) ატაშე.

2. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:

ა) ატაშეს პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი;

ბ) მდივნის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის  2 წელი;

გ) მრჩევლის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი.

3. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.

4. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2187-სსმI, №29(36), 10.07.1999წ., მუხ.151

    მუხლი 19

სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს ანიჭებს შესაბამისი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელობა, უმაღლეს სპეციალურ წოდებებს და დიპლომატიურ რანგებს – საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 20

სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლო განაჩენით.

სახელმწიფო მოსამსახურის სპეციალური წოდება ან დიპლომატიური რანგი შეიძლება ერთი საფეხურით ჩამოუქვეითოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს არსებული წოდების ან რანგის მინიჭების უფლება. მასვე შეუძლია წოდების ან რანგის აღდგენა დაქვეითებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 21.

სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინიჭების უფლება აქვთ: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, გენერალურ პროკურორს, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსს.

საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                               ედუარდ შევარდნაძე.

სახელმწიფოს მეთაური

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                           ვ. გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 29 აპრილი.  

№225–II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417

2. საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი, №002, 09.03.1996წ., გვ.23

3. საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონი №770-პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.19

4. საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი №860-პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.28

5. საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1581-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.8

6. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2187-სსმI, №29(36), 10.07.1999წ., მუხ.151