„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19, 30/06/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
540
30/06/1994
პარლამენტის უწყებანი, 19, 30/06/1994
000000000.00.000.000000
„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

 საქართველოს რესპუბლიკის კანონი

„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6, მუხ.99) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. დაემატოს კანონს შემდეგი შინარსიის 131 მუხლი:

„მუხლი 131. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

უმცროს ოფიცერთათვის: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

უფროს ოფიცერთათვის: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

უმაღლეს ოფიცერთათვის: გენერალ-მაიორი.

ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის“.

რიგითი შემადგენლობის წოდებებს ანიჭებს ოპერატიული სამმართველოს უფროსი.

უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას წოდებებს ანიჭებს რესპუბლიკის საგადასახადო სამსახურის უფროსი, ოპერატიული სამმართველოს უფროსის წარდგინებით.

გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.

ამ წოდებების მისაღებად დადგენილი ვადები იგივეა, რაც სამხედრო სამსახურში.

2. მე-15 მუხლში სიტყვების „საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი, საბაჟო სამსახურის მრჩეველი“.

3. დაემატოს კანონს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151 . საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;

საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი;

საგადასახადო სამსახურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი და უმცროსი მრჩეველი;

საგადასახადო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კლასის ინსპექტორი.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და სახელმწიფო მრჩევლის წოდებები განეკუთვნება უმაღლეს სპეციალურ წოდებას.

საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და სახელმწიფო მრჩევლის წოდებათა მინიჭება ხდება მხოლოდ დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი – საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე – საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი;

გ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სამმართველოს და წამყვან განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის უფროსი მრჩეველი;

დ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სამმართველოს უფროსების მოადგილეები და დამოუკიდებელ განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის მრჩეველი;

ე) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის უმცროსი მრჩეველი.

4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინიჭების უფლება აქვთ: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, გენერალურ პროკურორს, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე          ედუარდ შევარდნაძე

სახელმწიფოს მეთაური

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                     ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1994 წლის 30 ივნისი.

№540