დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/04/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 29/04/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.001.000.065 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (20/02/1996 - 13/06/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს კანონი განსაზღვრავს სამხედრო და სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში.
სამხედრო და სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები ენიჭებათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების, სამხედრო და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების მიკუთვნება.
მუხლი 2
პირები, რომლებიც თვითნებურად მიიკუთვნებენ ან სხვებს მიანიჭებენ სამხედრო და სპეციალურ წოდებებს ან დიპლომატიურ რანგებს, უნებართვოდ ატარებენ ფორმას და განმასხვავებელ ნიშნებს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
სამხედრო და სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინიჭება სახელმწიფო მოსამსახურეებს აძლევს გარკვეულ უფლებებსა და უპირატესობებს: კანონით დადგენილი ფორმისა და განმასხვავებელი ნიშნების ტარების უფლება როგორც სამსახურის დროს, ასევე სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ; ხელფასის განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო სამსახურში 25 წლისა და მეტი ნამსახურობის მქონე პირებისათვის სამხედრო და სპეციალური წოდებებისათვის და დიპლომატიური რანგებისათვის პენსიაზე სამუდამო სართის დამატება.
თავი II
სამხედრო წოდებები
მუხლი 4
საქართველოს შეირაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურობისათვის დაწესებულია შემდეგი სამხედროწოდებები: რიგითი (სამხედრო-საზღვაო – ძალებში მატროსი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი (სამხედრო-საზღვაო ძალებში-მიჩმანი) და ოფიცერთა შემადგენლობის წოდებები. წოდებათა მინიჭების წესი განისაზღვრება შესაბამისი წესდებებით.
სამხედრო წოდებებს ანიჭებენ: საქართველოს სახელწმიფოს მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი და სასაზღვრო ჯარების სარდალი.
მუხლი 5
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობისა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის დაწესებულია უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები.
უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა:
ყველა სახეობის ჯარებში, გარდა სამხედრო-საზღვაო ძალებისა – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; სამხედრო-საზღვაო ძალებში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი.
უფროს ოფიცერთა შემადგენლობა:
ყველა სახეობის ჯარებში, გარდა სამხედრო-საზღვაო ძალებისა – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
სამხედრო-საზღვაო ძალებში – III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი.
უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა:
ყველა სახეობის ჯარებში, გარდა სამხედრო-საზღვაო ძალებისა – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; სამხედრო-საზღვაო ძალებში – ვიცე-ადმირალი.
მუხლი 6
არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.
სასაზღვრო ჯარების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი სარდლების, აგრეთვე ჯარების სახეობათა სარდლებს მიენიჭებათ სამხედრო წოდება არა უმაღლეს გენერალ-ლეიტენანტისა (ვიცე-ადმირალი).
მუხლი 7
სამხედრო წოდებები მიენიჭებათ თანამიმდევრობით. სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით აკრძალულია.
განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადაზე ადრე წოდების მინიჭების უფლება აქვთ: უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს; უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს სათანადო უწყების ხელმძღვანელის წარდგინებით.
მუხლი 8
ოფიცერთა შემადგენლობისათვის სამხედრო წოდებების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – 3-3 წელი, თადარიგში მყოფ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – 5-5 წელი.
ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე.
უმაღლეს ოფიცერთათვის სამხედრო წოდების მისაღებად სამსახურის ვადა არ წესდება.
მუხლი 9
უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას სამხედრო წოდებებს ანიჭებენ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღთვანელები.
უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას, აგრეთვე სამხედრო სასამართლოებიოს მოსამართლეებს სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
მუხლი 10
ოფიცრებს, რომლებიც ავიაციაში, სასაზღვრო ჯარებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში მსახურობენ, სამხედრო წოდების წინ შესაბამისად ემატებათ სიტყვები – „ავიაციის“, „სასაზღვრო ჯარების“, „შინაგანი ჯარების“.
სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებების და სამხედრო-იურიდიული სამსახურის ოფიცრებს, სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს, საინტენდანტო და საინჟინრო შემადგენლობას წოდების წინ შესაბამისად ემატება სიტყვები – „სამედიცინო სამსახურის“, „იუსტიციის“, „საინტენდანტო სამსახურის“, „საინჟინრო სამსახურის“. ზემოაღნიშნულ ოფიცერთა შემადგენლობის უმაღლეს წოდებად ითვლება პოლკოვნიკის წოდება.
მუხლი 11
სამხედრო წოდების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით.
სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო წოდება ერთი საფეხურით შეიძლება დაუქვეითოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს წოდების მინიჭების უფლება. მასვე შეუძლია წოდების აღდგენა ჩამოქვეითებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.
თავი III
სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები
მუხლი 12
იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან შესაბამის სახელმწიფო სამსახურში, დაწესებულია სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები.
მუხლი 13
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; უმცროს ოფიცერთათვის – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროს ოფიცერთათვის – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლეს ოფიცერთათვის – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი. ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.
უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას წოდებებს ანიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას -- საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
ამ წოდებების მისაღებად დადგენილი ვადები იგივეა, რაც სამხედრო სამსახურში.
საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი, №002, 09.03.1996წ., გვ.23
მუხლი 131
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
უმცროს ოფიცერთათვის: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
უფროს ოფიცერთათვის: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
უმაღლეს ოფიცერთათვის: გენერალ-მაიორი.
ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის“.
რიგითი შემადგენლობის წოდებებს ანიჭებს ოპერატიული სამმართველოს უფროსი.
უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას წოდებებს ანიჭებს რესპუბლიკის საგადასახადო სამსახურის უფროსი, ოპერატიული სამმართველოს უფროსის წარდგინებით.
გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
ამ წოდებების მისაღებად დადგენილი ვადები იგივეა, რაც სამხედრო სამსახურში.
საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417
მუხლი 14
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და პროკურატური სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: IIIკლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი და უმაღლესი სპეციალური წოდებები – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი, იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი და უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალი.
ამ წოდებების მინიჭების ვადები იგივეა, რაც სამხედრო წოდებების მინიჭებისას.
მუხლი 15
საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის სისტემაში დადგენილია შემდეგი სპეციალური წოდებები: გუშაგი, უფროსი გუშაგი, საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი, საბაჟო სამსახურის მრჩეველი, საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი და უმაღლესი სპეციალური წოდებები – საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი, საბაჟო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417
მუხლი 15 1
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;
საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი;
საგადასახადო სამსახურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი და უმცროსი მრჩეველი;
საგადასახადო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კლასის ინსპექტორი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და სახელმწიფო მრჩევლის წოდებები განეკუთვნება უმაღლეს სპეციალურ წოდებას.
საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის და სახელმწიფო მრჩევლის წოდებათა მინიჭება ხდება მხოლოდ დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით:
ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი – საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე – საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი;
გ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სამმართველოს და წამყვან განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის უფროსი მრჩეველი;
დ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სამმართველოს უფროსების მოადგილეები და დამოუკიდებელ განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის მრჩეველი;
ე) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის განყოფილებათა უფროსები – საგადასახადო სამსახურის უმცროსი მრჩეველი.
საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417
მუხლი 16
სპეციალური წოდებები ენიჭებათ მხოლოდ თანამიმდევრობით. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის წარდგინებით ვადამდე მიანიჭოს სპეციალური წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
მუხლი 17
სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია შემდეგი ვადები: III, II და I კლასის იურისტების და ინსპექტორებისათვის – 2-2 წელი, უმცროსი მრჩევლის, მრჩევლის, უფროსი მრჩევლისათვის – 3-3 წელი.
უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.
მუხლი 18
საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილია შემდეგი დიპლომატიური რანგები: ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი, უმცროსი მრჩეველი, მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, უმაღლესი დიპლომატიური რანგები – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: ატაშესა და მდივნებისათვის 2-2 წელი, მრჩევლებისათვის – 3 წელი.
მუხლი 19
სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს ანიჭებს შესაბამისი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელობა, უმაღლეს სპეციალურ წოდებებს და დიპლომატიურ რანგებს – საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
მუხლი 20
სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლო განაჩენით.
სახელმწიფო მოსამსახურის სპეციალური წოდება ან დიპლომატიური რანგი შეიძლება ერთი საფეხურით ჩამოუქვეითოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს არსებული წოდების ან რანგის მინიჭების უფლება. მასვე შეუძლია წოდების ან რანგის აღდგენა დაქვეითებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 21
სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინიჭების უფლება აქვთ: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, გენერალურ პროკურორს, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსს.
საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქარტველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე.
სახელმწიფოს მეთაური
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 29 აპრილი.
№ 225 –II ს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1994 წლის 30 ივნისის კანონი №540-საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 1994წ., მუხ.417
2. საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი, №002, 09.03.1996წ., გვ.23
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები