„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
770
13/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
000000000.00.000.000000
„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6,       მუხ. 99) სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რესპუბლიკის“, ხოლო სიტყვები „სახელმწიფოს მეთაური“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

    მუხლი 152. საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მუშაკებისათვის შემოღებულია ტანსაცმლის ერთიანი ფორმა და შემდეგი საკლასო ჩინები:

     საგადასახადო სამსახურის III რანგის ინსპექტორი;

     საგადასახადო სამსახურის II რანგის ინსპექტორი;

     საგადასახადო სამსახურის I რანგის ინსპექტორი;

     საგადასახადო სამსახურის III რანგის მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის II რანგის მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის I რანგის მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის III რანგის სახელმწიფო მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის II რანგის სახელმწიფო მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის I რანგის სახელმწიფო მრჩეველი;

     საგადასახადო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

საგადასახადო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველთა ჩინს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საგადასახადო სამსახურის მრჩევლისა და ინსპექტორის ჩინს – საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი.“

 

საქართველოს პრეზიდენტი       ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 13 ივნისი.

№770–IIს