სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ

  • Word
სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 29/04/1993
სარეგისტრაციო კოდი 120.260.080.05.001.000.065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
225
29/04/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 6, 29/04/1993
120.260.080.05.001.000.065
სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/04/1993 - 30/06/1994)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს სამხედრო და სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში.

სამხედრო და სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები ენიჭებათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების, სამხედრო და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების მიკუთვნება.

    მუხლი 2

პირები, რომლებიც თვითნებურად მიიკუთვნებენ ან სხვებს მიანიჭებენ სამხედრო და სპეციალურ წოდებებს ან დიპლომატიურ რანგებს, უნებართვოდ ატარებენ ფორმას და განმასხვავებელ ნიშნებს, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3

სამხედრო და სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინიჭება სახელმწიფო მოსამსახურეებს აძლევს გარკვეულ უფლებებსა და უპირატესობებს: კანონით დადგენილი ფორმისა და განმასხვავებელი ნიშნების ტარების უფლება როგორც სამსახურის დროს, ასევე სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ; ხელფასის განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო სამსახურში 25 წლისა და მეტი ნამსახურობის მქონე პირებისათვის სამხედრო და სპეციალური წოდებებისათვის და დიპლომატიური რანგებისათვის პენსიაზე სამუდამო სართის დამატება.

თავი II

სამხედრო წოდებები

    მუხლი 4

საქართველოს შეირაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურობისათვის დაწესებულია შემდეგი სამხედროწოდებები: რიგითი (სამხედრო-საზღვაო ძალებში მატროსი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი (სამხედრო-საზღვაო ძალებში-მიჩმანი) და ოფიცერთა შემადგენლობის წოდებები. წოდებათა მინიჭების წესი განისაზღვრება შესაბამისი წესდებებით.

სამხედრო წოდებებს ანიჭებენ: საქართველოს სახელწმიფოს მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი და სასაზღვრო ჯარების სარდალი.

    მუხლი 5

საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობისა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის დაწესებულია უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები.

უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა:

ყველა სახეობის ჯარებში, გარდა სამხედრო-საზღვაო ძალებისაუმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; სამხედრო-საზღვაო ძალებშიუმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი.

უფროს ოფიცერთა შემადგენლობა:

ყველა სახეობის ჯარებში, გარდა სამხედრო-საზღვაო ძალებისამაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი.

უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა:

ყველა სახეობის ჯარებში, გარდა სამხედრო-საზღვაო ძალებისაგენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; სამხედრო-საზღვაო ძალებშივიცე-ადმირალი.

    მუხლი 6

არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.

სასაზღვრო ჯარების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი სარდლების, აგრეთვე ჯარების სახეობათა სარდლებს მიენიჭებათ სამხედრო წოდება არა უმაღლეს გენერალ-ლეიტენანტისა (ვიცე-ადმირალი).

    მუხლი 7

სამხედრო წოდებები მიენიჭებათ თანამიმდევრობით. სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით აკრძალულია.

განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადაზე ადრე წოდების მინიჭების უფლება აქვთ: უმცროს ოფიცერთა შემადგენლობისათვისშესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს; უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვისსაქართველოს სახელმწიფოს მეთაურს სათანადო უწყების ხელმძღვანელის წარდგინებით.

    მუხლი 8

ოფიცერთა შემადგენლობისათვის სამხედრო წოდებების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – 3-3 წელი, თადარიგში მყოფ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის – 5-5 წელი.

ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე.

უმაღლეს ოფიცერთათვის სამხედრო წოდების მისაღებად სამსახურის ვადა არ წესდება.

    მუხლი 9

უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას სამხედრო წოდებებს ანიჭებენ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღთვანელები.

უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას, აგრეთვე სამხედრო სასამართლოებიოს მოსამართლეებს სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.

    მუხლი 10

ოფიცრებს, რომლებიც ავიაციაში, სასაზღვრო ჯარებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში მსახურობენ, სამხედრო წოდების წინ შესაბამისად ემატებათ სიტყვები – „ავიაციის“, „სასაზღვრო ჯარების“, „შინაგანი ჯარების“.

სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებების და სამხედრო-იურიდიული სამსახურის ოფიცრებს, სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს, საინტენდანტო და საინჟინრო შემადგენლობას წოდების წინ შესაბამისად ემატება სიტყვები – „სამედიცინო სამსახურის“, „იუსტიციის“, „საინტენდანტო სამსახურის“, „საინჟინრო სამსახურის“. ზემოაღნიშნულ ოფიცერთა შემადგენლობის უმაღლეს წოდებად ითვლება პოლკოვნიკის წოდება.

    მუხლი 11

სამხედრო წოდების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით.

სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო წოდება ერთი საფეხურით შეიძლება დაუქვეითოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს წოდების მინიჭების უფლება. მასვე შეუძლია წოდების აღდგენა ჩამოქვეითებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.

თავი III

სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები

    მუხლი 12

იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან შესაბამის სახელმწიფო სამსახურში, დაწესებულია სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები.

    მუხლი 13

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; უმცროს ოფიცერთათვის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; უფროს ოფიცერთათვის მაიორი, ვიცე- პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლეს ოფიცერთათვის გენერალ- მაიორი, გენერალ- ლეიტენანტი. ამ წოდებებს წინ ემატება სიტყვა პოლიციის“.

უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას წოდებებს ანიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი, უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას -- საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.

ამ წოდებების მისაღებად დადგენილი ვადები იგივეა, რაც სამხედრო სამსახურში.

    მუხლი 14

საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და პროკურატური სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: IIIკლასის იურისტი, II კლასის იურისტი,         I კლასის იურისტი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი და უმაღლესი სპეციალური წოდებები იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი, იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი და უმაღლესი სპეციალური წოდება იუსტიციის გენერალი.

ამ წოდებების მინიჭების ვადები იგივეა, რაც სამხედრო წოდებების მინიჭებისას.

    მუხლი 15

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის სისტემაში დადგენილია შემდეგი სპეციალური წოდებები: გუშაგი, უფროსი გუშაგი, საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი, საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი და უმაღლესი სპეციალური წოდებები საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი, საბაჟო სამსახურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

    მუხლი 16

სპეციალური წოდებები ენიჭებათ მხოლოდ თანამიმდევრობით. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს პრეზიდენტს უფლება აქვს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის წარდგინებით ვადამდე მიანიჭოს სპეციალური წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

    მუხლი 17

სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია შემდეგი ვადები: III, II და I კლასის იურისტების და ინსპექტორებისათვის – 2-2 წელი, უმცროსი მრჩევლის, მრჩევლის, უფროსი მრჩევლისათვის – 3-3 წელი.

უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

    მუხლი 18

საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილია შემდეგი დიპლომატიური რანგები: ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი, უმცროსი მრჩეველი, მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, უმაღლესი დიპლომატიური რანგები საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: ატაშესა და მდივნებისათვის 2-2 წელი, მრჩევლებისათვის – 3 წელი.

    მუხლი 19

სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს ანიჭებს შესაბამისი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელობა, უმაღლეს სპეციალურ წოდებებს და დიპლომატიურ რანგებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.

    მუხლი 20

სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სასამართლო განაჩენით.

სახელმწიფო მოსამსახურის სპეციალური წოდება ან დიპლომატიური რანგი შეიძლება ერთი საფეხურით ჩამოუქვეითოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს არსებული წოდების ან რანგის მინიჭების უფლება. მასვე შეუძლია წოდების ან რანგის აღდგენა დაქვეითებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 21

სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების მინი ების უფლება აქვთ: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, გენერალურ პროკურორს და საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარეს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                               ედუარდ შევარდნაძე.

სახელმწიფოს მეტაური

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                           ვ. გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 29 აპრილი.  

225–II