დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47(54), 09/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.001.000.708 |
საქართველოს კანონი
„სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993წ., №6, მუხ. 99) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე აბზაცი:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი, იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი და უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალი.“; ხოლო მეორე-მესამე აბზაცები შესაბამისად ჩაითვალოს მესამე-მეოთხე აბზაცებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 9 დეკემბერი.
№65-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები