დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2187 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29(36), 10/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.001.000.619 |
საქართველოს კანონი
`სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, №6, მუხ.99) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
1. დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:
ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:
ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:
ბ.ა) უფროსი მრჩეველი;
ბ.ბ) მრჩეველი;
ბ.გ) უმცროსი მრჩეველი;
გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:
გ.ა) პირველი მდივანი;
გ.ბ) მეორე მდივანი;
გ.გ) მესამე მდივანი;
გ.დ) ატაშე.
2. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:
ა) ატაშეს პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი;
ბ) მდივნის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 2 წელი;
გ) მრჩევლის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი.
3. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.
4. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2187-IIს
დოკუმენტის კომენტარები