დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო რეესტრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 16/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.001.481 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (19/12/2008 - 19/12/2008)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის სისტემას, მისი წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, რეესტრის მწარმოებელ ორგანოთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. სახელმწიფო რეესტრის სახეები
1. სახელმწიფო რეესტრის სახეებია:
ა) სამოქალაქო რეესტრი;
ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) ნორმატიული აქტების რეესტრი;
ზ) საჯარო რეესტრი.
2. სხვა სახის სახელმწიფო რეესტრის წარმოება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.
3. სახელმწიფო რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №800 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.262
სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
მუხლი 4. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
მუხლი 5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №800 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.262
საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
მუხლი 9. ნორმატიული აქტების რეესტრი
ნორმატიული აქტების რეესტრი არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
მუხლი 10. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები
1. სახელმწიფო რეესტრს , გარდა ამ კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრისა , აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ( შემდგომში – სამინისტრო ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით .
11. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით. სახელმწიფო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
2. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:
ა) სამინისტრო;
ბ) (ამოღებულია);
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო).
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო).
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები.
3. (ამოღებულია).
4. ეროვნული სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრი.
5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრს.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
მუხლი 11. სამინისტროს უფლებამოსილებანი სახელმწიფო რეესტრის წარმოების სფეროში
სამინისტრო სახელმწიფო რეესტრის მართვისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების ანალიტიკურ , ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას ;
ბ) სახელმწიფო რეესტრის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო რეესტრის ცალკეული სახეების წარმოებას და მათში ასახულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;
დ) ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათ მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულებას;
ე) სახელმწიფო რეესტრის სისტემასა და წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავებას და გამოცემას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლე- ბამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
1. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები.
3. ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს და ერთპიროვნულად წარმართავს მის საქმიანობას;
ბ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;
ე) ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ვ) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.
5. ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასური;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;
ე) საჩუქრად და შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
6. ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საჯარო რეესტრის წარმოება;
ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საჯარო რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი ნორმატიული ხასიათის მითითებების შემუშავება;
ე) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული სააგენტოს დებულებით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
მუხლი 121. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.
5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაფინანსების წყაროები განისაზღვრება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სარეგისტრაციო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი გადასახდელების ოდენობა დგინდება საკანონმდებლო აქტებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ე1) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა;
ზ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
თ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების გაცემა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობისა და მომსახურების სახეობებისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემასა და სააგენტოში დაცული მონაცემების (ინფორმაციის) გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევა. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5980 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.67
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მართვისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს:
ა) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის გამართულ ფუნქციონირებას;
ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;
ბ) 2007 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
3. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა.
4. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
41. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა უზრუნველყოს ამ კანონიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში.
42. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, მოძრავ ნივთებზე სარგებლობის, საგარანტიო და სხვა უფლებების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
6. (ამოღებულია).
7. დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით, 2006 წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. (ამოღებულია).
9. უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ლიცენზიებისა და ნებართვების სახელმწიფო რეესტრთან შესაბამისობა.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5251 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.312
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან;
ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 1 ივნისი.
№73-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
2. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
3. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
4. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5251 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.312
5. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
6. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5980 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.67
7. საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
8. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №800 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.262
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები