დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3984 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 22/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.002.477 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.“.
2. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო რეესტრს, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრისა, აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით. სახელმწიფო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.“;
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები.“.
3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილებანი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების სფეროში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მართვისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს:
ა) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის გამართულ ფუნქციონირებას;
ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.
5. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 დეკემბერი.
№3984–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები