დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 12/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.004.072 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“).“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აწარმოებს ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტების რეესტრს.“.
2. მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათ მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულებას;“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 მუხლი:
„მუხლი 122. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონით და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.
4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ უფლება-მოვალეობებია:
ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ნორმატიული აქტების ოფიციალურად გამოქვეყნება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნება;
გ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალური გამოცემების, აგრეთვე ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების ოფიციალური ტექსტებისა და სხვა იურიდიული ლიტერატურის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ვ) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიებისა და ნაშრომების გამოქვეყნება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 2 ივლისი.
№3281–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები