დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5980 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 04/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.003.187 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) 121 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სარეგისტრაციო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი გადასახდელების ოდენობა დგინდება საკანონმდებლო აქტებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობისა და მომსახურების სახეობებისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემასა და სააგენტოში დაცული მონაცემების (ინფორმაციის) გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევა. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 21 მარტი.
№5980–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები