„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228060, 28/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.016540
  • Word
5564
20/12/2011
ვებგვერდი, 111228060, 28/12/2011
040150000.05.001.016540
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) 121 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილებას (მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლებ განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

22. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან ამ უფლებამოსილების (მომსახურების) განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედება შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაფინანსების წყაროები განისაზღვრება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

6. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებს ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61−63 პუნქტები:

„61. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

62. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის საფასური, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

63. საფასური არის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.“;

დ) მე-7 პუნქტის „პ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილი არიან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობისა და მომსახურების სახეობებისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიო სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასური დგინდება და საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებს ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები.

მუხლი 3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით 2012 წლის 1 თებერვლამდე განსაზღვრონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347).

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5564-რს