დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.003.386 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) 121 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების გაცემა;
ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
თ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ი) უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ლ) მოქალაქეობისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ნ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
ო) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა;
პ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№807–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები