დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5948 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 28/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.003.173 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ლიცენზიებისა და ნებართვების სახელმწიფო რეესტრთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 მარტი.
№5948–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები