საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.000.000.05.001.000.319
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1227
18/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
130.000.000.05.001.000.319
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/06/2012 - 30/05/2013)

საქართველოს კანონი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სამართალდაცვის სპეციალურ გასამ-ხედროებულ დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საშინაო და საგარეო საფრთხისაგან.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სისტემა მოიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებს და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

3. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური დაწესებულებაა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №63 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრინციპები და მეთოდები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრინციპები და მეთოდებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობა;

დ) საქართველოს პრეზიდენტისადმი დაქვემდებარება და ანგარიშვალდებულება;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში აკრძალულია პოლიტიკური პარტიის ან სხვა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ან სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი.

3. აკრძალულია ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის, გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვების მოწყობა და მათში მონაწილეობა, ანაზღაურებად სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო საწარმოებში დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1359 - სსმ I, №19, 20.05.2005 წ., მუხ.131

    მუხლი 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტები.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესის, ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №63 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმართავს და ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში ინფორმაციას აწვდის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

     4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრულია და მისი შეზღუდვა ან გაფართოება შეიძლება მხოლოდ კანონით.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1359 - სსმ I, №19, 20.05.2005 წ., მუხ.131

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი II. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობები და უფლებები

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობები

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია:

ა) აწარმოოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად;

ბ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები (მათ შორის, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტო-გადაღება, გარე მეთვალყურეობა, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან (ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვა) ინფორმაციის მოპოვება და ეთერის კონტროლი;

გ) კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმეებზე;

დ) სახელმწიფოს უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალებში აწარმოოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა;

ე) პროკურატურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში, განახორციელოს კონტროლი მათ შესრულებაზე იმ ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც წარმოებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ზ) შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად;

თ) სათანადო უწყებებთან ერთად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ი) გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იმ დარღვევათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უშიშროებას;

კ) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს სახელმწიფოს უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულად უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვა;

მ) უზრუნველყოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის“, ასევე რადიო- და სატელეგრაფო კავშირებით;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დაკვირვების ელექტრონული საშუალებების (ტელეფონი, მიკროფონი, რადიო-კავშირის სპეციალური ტექნიკა და დაკვირვების სხვა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ელექტრონული ან მექანიკური მოწყობილობით გამომჟღავნდება დაფარული კავშირები ერთ-ერთი მხარის თანხმობის გარეშე) საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, დამზადებისა და გამოყენების კონტროლი;

ო) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმატიკის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმე-ბისათვის;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების, აგრეთვე საქართველოს საზღვრების გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

რ) საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილებით მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

ს) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა;

ტ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;

უ) უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და უწყებრივი კავშირი;

ფ) სამართლებრივად უზრუნველყოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობა;

ქ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაცია იმ დანაშაულებზე, რომელთა შესახებ საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება, აწარმოოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირების აღრიცხვა;

ღ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს იმ დანაშაულთა პროფილაქტიკა, რომლებიც კანონით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №63 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1359 - სსმ I, №19, 20.05.2005 წ., მუხ.131

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფლებები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს:

ა) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიული, სამძებრო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებანი და საგამოძიებო მოქმედებანი იმ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად, რომლის გამოძიება კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს სახელმწიფო ორგანიზაციების, საწარმოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მოქალაქეების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები; ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია კავშირგაბმულობის საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯები;

გ) გადაუდებელი აუცილებლობისას, შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია მის ჩადენაში, გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები (გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დაწესებულების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სატრანსპორტო საშუალებებისა); ამასთანავე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/და მიყენებული ზარალი;

დ) (ამოღებულია).

ე) ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არის საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, ან თუ ეს შემოწმება დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში დანიშნოს ოფიცერი უშიშროების საკითხებში;

ზ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მისცეს იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების ნებართვა, რომელთა გამოყენება დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით;

თ) გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამისთვის მათთან დაამყაროს ღია ან ფარული ურთიერთობა;

ი) უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებული საგამოძიებო იზოლატორის ფუნქციონირება.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სამართლებრივი აქტებით. ეს მეთოდები და საშუალებები არ უნდა აყენებდეს ზიანს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს.

საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №63 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1359 - სსმ I, №19, 20.05.2005 წ., მუხ.131

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

თავი III. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ძალები და საშუალებებ

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 7. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები და ის მოსამსახურეები, რომელთა საქმიანობა (ღია ან ფარული) უშუალოდაა დაკავშირებული ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტასთან.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

3. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურში ჩაირიცხებიან საქართველოს მოქალაქეები. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხონ ის მოქალაქეებიც, რომლებიც კანონმდებლობით განთავისუფლებულნი არიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განთავისუფლებული პირებისა), თუ იქნება მათი თანხმობა. საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურში საქართველოს მოქალაქეთა მიღების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც:

ა) ნასამართლევია;

ბ) დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, სამხედრო სამსახურის მოხდისათვის ხელის შემშლელი სხვა ქრონიკული სნეულებით;

გ) სასამართლო წესით ცნობილია ქმედუუნაროდ.

5. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სარგებლობენ სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.

6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო უშიშროების სამსახურში შესაძლებელია სპეციალური კონტრაქტით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიწვევა.

7. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სამოქალაქო პერსონალის შრომითი საქმიანობა წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

8. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში, როგორც სამართალდაცვის სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემაში, კანონქვემდებარე აქტით დგინდება სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1129 - სსმ I, №33, 10.11.2001 წ., მუხ.131

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ასევე ვრცელდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო კანონმდებლობით.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება.

4. სპეციალური საშუალების სახე და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 9. ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავის დასაკავებლად, თუ ძალადობითი მეთოდების გამოუყენებლობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 10. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი ან საერთაშორისო კონვენციებით დაშვებული განსაკუთრებული ზემოქმედების გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალმტყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, ელექტროშოკური მოწყობილობა და სასამსახურო ძაღლი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:

ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, თუ იგი უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავს ან სხვა პირებს;

ბ) რეზინის ხელკეტი – მოქალაქეზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;

გ) ცრემლსადენი ან საერთაშორისო კონვენციებით დაშვებული განსაკუთრებული ზემოქმედების გაზი – მოქალაქეზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მძევლების გასათავისუფლებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობანაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე ან მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად; შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან დამნაშავის გამოსაძევებლად; მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა – გაეჩერებინა სატრანსპორტო საშუალება;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას; მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალმტყორცნი, ჯავშანმანქანა – სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა – გაეჩერებინა სატრანსპორტო საშუალება; შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი – მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოქალაქეზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) სასამსახურო ძაღლი – მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბადრაგირებისას; მოქალაქეზე ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თა-ნამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, ამის შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება ფეხმძიმობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მონაწილეობენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმაში ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 11. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლის გასათავისუფლებლად;

 დ) დაკავების ან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მიცემისას ან დამხმარე ძალის გამოძახებისას;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევისას;

გ) დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიში ან ფეთქებადსაშიშ ადგილებში, ასევე ფეხმძიმობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მონაწილეობენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმაში ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

10. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2714 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.51

    მუხლი 12. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა იმ ორგანოებისა ან თანამდებობის პირებისა, რომელთა ასეთი უფლებამოსილება პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. აკრძალულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა ან ადმინისტრაციული დაკავება, სამუშაო ადგილის, პირადი ან მისი ნივთების, პირადი ან მის მიერ გამოყენებული ტრანსპორტის ჩხრეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი საქმიანობისას ხელმძღვანელობს კანონებით. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს ზომები კანონის შესასრულებლად.

6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 13. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15000 ლარის ოდენობით.

5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ბინით უზრუნველყოფაზე ზრუნავს სახელმწიფო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ბინით უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით. სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უფლება აქვს წელიწადში ერთხელ სახელმწიფო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) უფასოდ იმგზავროს ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უფლება აქვს ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა).

9. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილას უნდა დაედგას ტელეფონი.

10. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უფლება აქვს ისარგებლოს სახელმწიფო-საუწყებო აგარაკებით, დასასვენებელი სახლებითა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მომსახურებით.

11. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მიწის ნაკვეთი და აწარმოოს დამხმარე მეურნეობა.

12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლისათვის შეიძლება დადგინდეს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1338 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.148

    მუხლი 14. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც დახმარებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს.

2. პირს, რომელიც დახმარებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები;

დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ ზიანის კომპენსაცია, რაც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურისათვის დახმარების გაწევისას.

3. პირი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე დახმარებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, ვალდებულია:

ა) შეასრულოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის დავალებები მის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად;

ბ) დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურთან დადებული კონტრაქტის პირობები;

გ) განზრახ არ მიაწოდოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.

4. პირი, რომელიც დახმარებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, ამ სამსახურისათვის განზრახ ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებისათვის, ამ კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის დროს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. იმ პირის სოციალური უფლებების დაცვა, რომელიც დახმარებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. პირი, რომელიც დახმარებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს კანონმდებლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 15. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ამ კანონითა და სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს პირის პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, არ უნდა დააზიანოს გარემო.

3. ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 16. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების შექმნითა და გამოყენებით.

2. საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სამართალდარღვევათა, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობების აღრიცხვის საფუძველი და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო სისტემებში არსებული, კანონით დაცული ცნობების მოქალაქისათვის გაცნობის საფუძველი და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 17. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ცენტრალიზებული რესურსებით.

     3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ან სხვა სახსრებით შეძენილი ან შექმნილი საწარმოები და ქონება სახელმწიფო საკუთრებაა.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

თავი IV. კონტროლი და ზედამხედველობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 18. საპარლამენტო კონტროლი

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურისაგან შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 19. საპრეზიდენტო და სამთავრობო კონტროლი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

          2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №63 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.46

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 20. სასამართლო კონტროლი

იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარება, რომლებიც ზღუდავენ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი წესით.

     მუხლი 21. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობ ების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 22. საპროკურორო ზედამხედველობა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ დახმარებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზება არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1359 - სსმ I, №19, 20.05.2005 წ., მუხ.131

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №471 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.190

თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.186

    მუხლი 24. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 31 აგვისტოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1995 წელი, ტომი II, მუხ. 153);

ბ) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის დროებითი დებულება“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1995 წელი, ტომი II, მუხ. 154).

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1227–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1129 - სსმ I, №33, 10.11.2001 წ., მუხ.131

2 . საქართველოს 2004 წლის 21 მაისის კანონი №63 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.46

3. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრი ს კანონი № 807 - სსმ I, № 39 , 25.12.2004 წ., მუხ. 186

4. საქართველოს 200 5 წლის 20 აპრილ ის კანონი № 1338 - სსმ I, № 22 , 18.05 .200 5 წ., მუხ. 148

5. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №13 59 - სსმ I, № 19 , 20.05 .2005 წ., მუხ.1 31

6. საქართველოს 200 8 წლის 1 ნოემბრის კანონი № 471 - სსმ I, № 30 , 07.11 .200 8 წ., მუხ. 190

7. საქართველოს 20 10 წლის 9 მარტის კანონი № 2714 - სსმ I, № 12 , 24.03 .20 10 წ., მუხ. 51

8. საქართველოს 20 10 წლის 24 სექტემბრის კანონი № 3619 - სსმ I, № 51 , 29.09 .20 10 წ., მუხ. 332

9. საქართველოს 20 12 წლის 12 ივნისის კანონი № 6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

10. საქართველოს 20 12 წლის 22 ივნისის კანონი № 6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

15. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3921-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3549-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3387-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1024-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 665-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 10. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 9. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 8. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 7. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2714 - სსმ, 12, 24/03/2010 6. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 471 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1359 - სსმ, 19, 28/04/2005 4. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1338 - სსმ, 22, 18/05/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 807 - სსმ, 39, 25/12/2004 2. 21/05/2004 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 13, 02/06/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1129 - სსმ, 33, 10/11/2001