„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2004
სარეგისტრაციო კოდი 130.000.000.05.001.001.478
  • Word
63
21/05/2004
სსმ, 13, 02/06/2004
130.000.000.05.001.001.478
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ.5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სისტემა მოიცავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, მის დეპარტამენტებს, მთავარ სამმართველოებს, სამმართველოებს, სამხარეო სამმართველოებს, საქალაქო, რაიონულ განყოფილებებს, სპეციალური დანიშნულების რაზმს, სპეციალურ სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

3. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს უშიშროებას, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით მისთვის დაკისრებულ ამოცანას. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულება, რომელსაც მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.‘‘.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები, ეს კანონი, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ნორმატიული აქტები.‘‘.

3. მე-5 მუხლის „ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებულ დანაშაულობასთან, კორუფციასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის ღონისძიებებში;“.

4. მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან კოორდინაციით, განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა.‘‘.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. საპრეზიდენტო და სამთავრობო კონტროლი

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 მაისი.

№63–Iს