„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.05.001.001.802
  • Word
1359
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
140.130.000.05.001.001.802
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის, გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა და წინასწარი გამოძიება;“.

3. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონით დადგენილი წესით აწარმოოს წინასწარი გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილ და დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე;“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1359–Iს