საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • Word
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.000.000.05.001.000.319
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1227
18/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
130.000.000.05.001.000.319
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/10/2001 - 21/05/2004)

საქართველოს კანონი

საბაჟო მოსაკრებლების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი ადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო პროცედურებისათვის და საბაჟო ორგანოების მიერ ლიცენზიების გაცემისათვის გადასახდევინებელი მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, ამ მოსაკრებლების გადახდევინების წესსა და ვადებს.

    მუხლი 2. საბაჟო მოსაკრებლის ცნება

საბაჟო მოსაკრებელი არის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სავალდებულო ფულადი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ახდევინებენ საბაჟო ორგანოები საქონლის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული სავალდებულო საბაჟო პროცედურებისათვის და ლიცენზიების გაცემისათვის.

    მუხლი 3. საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები

საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვთ ან ამ ტერიტორიიდან გააქვთ საქონელი, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების დროებით შემომყვანი პირები, რომლებიც რეგისტრაციაში გაატარებენ ამ საშუალებებს, აგრეთვე პირები, რომლებიც იღებენ საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ ლიცენზიებს.

    მუხლი 4. საბაჟო მოსაკრებლების სახეები

საბაჟო მოსაკრებლების სახეებია:

ა) მოსაკრებელი საქონლის საბაჟო დათვალიერების და/ან გაფორმებისათვის;

ბ) მოსაკრებელი საბაჟო ორგანოების მიერ ლიცენზიების გაცემისათვის.

    მუხლი 5. საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთები

საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთებია:

ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების და/ან გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემოტანის და/ან გატანისათვის, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით საქონლის შემოტანისათვის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოყვანისათვის) – საბაჟო ღირებულების 0,3 პროცენტი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ტვირთების საბაჟო დათვალიერების და/ან გაფორმებისათვის:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;

ბ.ბ) რკინიგზის ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;

ბ.გ) საზღვაო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისათვის და/ან ამ ტერიტორიიდან მისი დროებით გატანისათვის:

გ.ა) 10000 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;

გ.ბ) 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 100 ლარიდან დამატებით 0,3 თეთრი;

გ.გ) საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 24 საათზე მეტი ვადით შემოსაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერების და/ან გაფორმებისათვის – ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 10 ლარი;

ე) საბაჟო ორგანოების მიერ ლიცენზიების გაცემისათვის:

ე.ა) საბაჟო საწყობის შექმნის ლიცენზიის გაცემისათვის, საერთო მოხმარების შემდეგი ფართის საბაჟო საწყობზე:

1000 კვ.მ-ზე ნაკლები – 5000 ლარი;

1000 კვ.მ-დან 2000 კვ.მ-მდე – 10000 ლარი;

2000 კვ.მ-ზე მეტი – 15000 ლარი;

ე.ბ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის შექმნის ლიცენზიის გაცემისათვის – 10000 ლარი;

ე.გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ლიცენზიის გაცემისათვის – 1000 ლარი;

ე.დ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ლიცენზიის გაცემისათვის – 2000 ლარი;

ე.ე) საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების ლიცენზიის გაცემისათვის – 1000 ლარი;

ე.ვ) საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის – 3000 ლარი;

ე.ზ) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის – 3000 ლარი.

    მუხლი 6. საბაჟო მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლება

საბაჟო მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმო-მადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, 50 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონელი.

    მუხლი 7. საბაჟო მოსაკრებლების დარიცხვისა და ამოღების წესი

1. საქონლის საბაჟო დათვალიერების და/ან გაფორმებისათვის მოსაკრებლების დარიცხვა და ამოღება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „საბაჟო გადასახადის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საბაჟო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გადამხდელთა მიერ მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისათვის და მისი გამოყენების კონტროლისათვის.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა 1998 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს ინსტრუქცია საქონლის საბაჟო დათვალიერების და/ან გაფორმებისათვის მოსაკრებლების დარიცხვისა და ამოღების წესის შესახებ.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1629 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.25

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საბაჟო გადასახადით და მოსაკრებლებით დაბეგვრის მოწესრიგებისა და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 18 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 1996 წლის 21 ნოემბერი);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის სისტემაში საბაჟო პროცედურებისა და გაწეული მომსახურების სახეებისა და მათზე საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №333 დადგენილება.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1226-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1629 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.25

15. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3921-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3549-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 13. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3387-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 12. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1024-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 665-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 10. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 9. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 8. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 7. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2714 - სსმ, 12, 24/03/2010 6. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 471 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1359 - სსმ, 19, 28/04/2005 4. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1338 - სსმ, 22, 18/05/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 807 - სსმ, 39, 25/12/2004 2. 21/05/2004 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 13, 02/06/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1129 - სსმ, 33, 10/11/2001