„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1024-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017077
1024-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
130000000.05.001.017077
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური დაწესებულება, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის დაკისრებულ ამოცანებს.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარება და ანგარიშვალდებულება;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში ინფორმაციას აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) აცნობოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს სახელმწიფოს უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;“;

 ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;“.

5. მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. სამთავრობო კონტროლი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან/და მისი ნაწილი, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონს, იურიდიულ ძალას კარგავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.  

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1024-Iს