დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 335 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.170.000.05.001.000.155 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (06/04/2005 - 09/06/2006)
საქართველოს კანონი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 1. დევნილის ცნება
იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 1 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;
ბ) ტერიტორიული ორგანო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ტერიტორიული ორგანო;
გ) დევნილის მოწმობა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირზე გაცემული დოკუმენტი, რო-მელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას;
დ) დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სამინისტროს და რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ის შეიძლება ამ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს დევნილად;
ე) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო;
ვ) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული;
ზ) ყოველთვიური შემწეობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფულადი თანხა, რომელიც ყოველთვიურად ეძლევა დევნილს დევნილობის პერი-ოდში;
თ) ერთჯერადი ფულადი შემწეობა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მიეცემა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილს წელიწადში ერთხელ დადგენილი წესით მისი განცხადების საფუძველზე;
ი) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ორგანიზებულად იქნენ განსახლებული დევნილები;
კ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადებში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და ახალი მოწმობის გაცემის პროცედურა;
ლ) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილის პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა.
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 2. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების წესი
1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
2. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს სამინისტროს პირის განცხადება დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
3. თუ პირი ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნული მიზეზების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, იგი უფლებამოსილია აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
4. დევნილის სტატუსის მაძიებლად შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს პირი, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ პირი შეიძლება ჩაითვალოს დევნილად ამ კანონის პირველი მუხლის საფუძველზე.
5. სამინისტრო პირის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
6. დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრირებულ პირს ეძლევა დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობა.
7. დევნილის სტატუსის მაძიებლის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
8. პირს დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ეძლევა დევნილის მოწმობა და მასზე ივსება ანკეტა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმას ადგენს სამინისტრო.
9. ამ კანონის პირველ მუხლში განსაზღვრული მიზეზების გამო მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ.
10. დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობა და დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.
11. დევნილს დაოჯახების შემთხვევაში უნარჩუნდება დევნილის სტატუსი. თუ ორივე ან ერთ-ერთი მშობელი არის დევნილი, ბავშვს შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლების თანხმობის საფუძველზე.
12. სამინისტროს უარი პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების, დევნილთა რეგისტრაციის პროცედურა განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 3. დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის უფლებები და მოვალეობები
1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
3. დევნილის სტატუსის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესის საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე;
ბ) ისარგებლოს უფასო კომუნალური მომსახურებით კომპაქტურად განსახლების ობიექტში;
გ) მიიღოს სხვა სახის დახმარება.
4. დევნილის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია:
ა) სამინისტროს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია დადგენილი წესით;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მოთხოვნისთანავე გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 5. დევნილის უფლებები და მათი უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე
1. დევნილის სტატუსის მქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით ეძლევა ყოველთვიური და ერთჯერადი ფულადი შემწეობა და სხვა სახის დახმარება.
2. დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:
ა) ეხმარებიან დროებით დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
ბ) დევნილობის პერიოდში აძლევენ ერთჯერად და ყოველთვიურ შემწეობას დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) უმწეო კატეგორიის დევნილის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯებს დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტებისა და ტარიფების ფარგლებში ანაზღაურებს სახელმწიფო;
დ) (ამოღებულია);
ე) უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უფასო სწავლებას სახელმწიფოს ხარჯზე;
ვ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;
ზ) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;
თ) უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით საქართველოში დაწესებული ნორმის ფარგლებში;
ი) იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილებისათვის არსებული ნორმით დროებით სარგებლობაში გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან;
კ) მონაწილეობენ რეგიონში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;
ლ) ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, ეხმარებიან დევნილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში.
მ) უზრუნველყოფენ საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით;
ნ) დევნილის გარდაცვალებისას დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით ანაზღაურებენ დევნილის დროებითი განსახლების ადგილის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით. სამინისტრო ახორციელებს დევნილთა განსახლებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის ფარგლებში.
4. საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება;
ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები;
გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით;
დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემწეობა და სხვა სახის დახმარება დევნილის სტატუსის მქონე პირს შეუჩერდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით უარი განაცხადა შემწეობისა და სხვა სახის დახმარებების მიღებაზე;
ბ) ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა ყოველთვიური შემწეობისა;
გ) დევნილის სტატუსი შეუჩერდა.
6. პირს აღუდგება ყოველთვიური შემწეობა და სხვა სახის დახმარება, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სხვა სახის დახმარება, თუ:
ა) განცხადებით მოითხოვა პირადი განცხადებით შეჩერებული ყოველთვიური შემწეობისა და დახმარების აღდგენა;
ბ) წარადგინა სასჯელის მოხდის შესახებ ცნობა;
გ) აღმოიფხვრა დევნილის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
7. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 51. დევნილის ვალდებულებები
დევნილი ვალდებულია:
ა) ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;
ბ) რეგისტრაცია გაიაროს სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადებში.
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 6. დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები
1. პირს დევნილის სტატუსი შეუჩერდება, თუ:
ა) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში არ გაიარა რეგისტრაცია;
ბ) დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე;
გ) დევნილად რეგისტრირებულია რამდენიმე რეგიონში.
2. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი.
3. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა დევნილის სტატუსი;
ბ) მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზები და შესაბამის ტერიტორიაზე აღსდგა საქართველოს იურისდიქცია;
გ) მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
დ) გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივ საცხოვრებლად;
ე) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა.
4. პირს ჩამოერთმევა დევნილის სტატუსი, თუ მან სტატუსი მიიღო ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე ან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
5. დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხს წყვეტს სამინისტრო.
6. დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის თაობაზე დავას წყვეტს სასამართლო.
7. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 200 3 წლის 7 ნოე მბრის გადაწყვეტილება №2/7/219 - სსმ IV, 2003წ., №45, გვ. 17
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 7. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები
1. თუ დევნილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაბრუნდება საცხოვრებელ ადგილას:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, უზრუნველყოფენ მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი იმ მომენტისათვის არსებული სახით; მიყენებული ზარალის კომპენსირება, მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე საცხოვრებელად უვარგისი ბინის აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეს მიეცეს იქ დაბრუნების გარანტია;
ბ) მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 8. დევნილთა დახმარების ორგანიზება
დევნილთა განსახლების, რეგისტრაციის, სოციალური და სხვა სახის დახმარების საკითხების გადაწყვეტას ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან ერთად.
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილ ის კანონი № 1235 - სსმ I, № 18 , 27 . 04 .200 5 წ., მუხ. 112
მუხლი 9. დევნილის უფლებების გარანტია
1. დევნილის უფლებებს იცავს სახელმწიფო.
2. თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციებში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
მუხლი 10. დევნილთათვის დახმარების ფინანსური წყაროები
1. დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
2. დამატებითი დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო სარეზერვო ფონდები, ფიზიკური და იურიდიული პირების შეწირულობანი, უცხოეთის სახელმწიფოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება.
საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I, № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143
მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათთვის
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
19996 წლის 28 ივნისი,
№335-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1199 - სსმ I, №36, 31.12.2001 წ., მუხ.143
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/7/219 - სსმ IV, 2003 წ., №45, გვ. 17
3. საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1235 - სსმ I, №18, 27.04.2005 წ., მუხ.112
დოკუმენტის კომენტარები