„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5597-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.016580
  • Word
5597-რს
23/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
010170000.05.001.016580
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.“.

2 . პირველი და 11   მუხლებჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. დევნილის ცნება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

1. საქართველოს ოკუპ რებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად (შემდგომ – დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მ ს ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. დაუშვებელია დევნილთა რაიმე სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ასევე იმ მიზეზით, რომ ეს პირები იძულებით არიან გადაადგილებულები.

    მუხლი 11 . ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომ სამინისტრო);

ბ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ტერიტორიული ორგანო;

გ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობას და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას;

დ)     დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სამინისტროს და რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ჩაითვალოს დევნილად;

ე) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორი ზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო;

ვ) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი იქნა განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა;

ზ) სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახის/პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

თ) დევნილის შემწეობა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი;

ი) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ისინი ორგანიზებულად იქნენ განსახლებულ ი, ამ ობიექტში საცხოვრებელი ფართობ ების დევნილი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემის ღონისძიებების დაწყებამდე/შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;

კ) დევნილთა კერძო განსახლების ობიექტი (შემდგომ კერძო სექტორი) 2007 წლის შემდ გ დევნილთა განსახლების მიზნით სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან/და აშენებული ახალი ობიექტი, ა დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გარდა ამ მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა;

ლ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვად ში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციისა და დევნილის ახალი მოწმობის გაცემის პროცედურა;

მ) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილთა პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა;

ნ) ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.“.

3. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ პირი ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილებისას გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე ასაყვანად მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

31 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დახმარებით, ყოველი თვის ბოლოს მიაწვდის სამინისტროს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. პირზე მისი დევნილად ცნობისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებ ს ადგენს სამინისტრო.“;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. ბავშვი უფლებამოსილია მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, თუ ორივე ან ერთ-ერთ მშობელს აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი.“.

4. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამინისტროს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია, ამასთანავე, წარდგინოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

5. მე-5 და 51  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. დევნილის უფლებები და მოვალეობები

1. დევნილს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დევნილის შემწეობა;

ბ) მიიღოს სოციალური და სხვა დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) ისარგებლოს დროებითი საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში.

2. დევნილი ვალდებულია:

ა) ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;

ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში;

გ) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ.

    მუხლი 51 . დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები

1. დევნილს შემწეობა შეჩერდება, თუ:

ა) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;

ბ) დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე.

2. დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ორ თვეზე მეტი ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა;

ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების ნებაყოფლობით მიღება;

გ) დევნილის სტატუსის შეწყვეტა;

დ) დევნილის შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით უარის თქმა.

3. დევნილს შემწეობ აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, ამასთანავე:

ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის თანხა ანაზღაურდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის ფარგლებში;

ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის თანხა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

6. 52  მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინარსის 53  და 54  მუხლები:

    „მუხლი 53 . დევნილის დაცვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე

1. საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავ წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ ხდება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება მათ მიერ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში დაკავებული ფართობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ან სხვა მატერიალური თუ არამტერილური სიკეთის მიღების თაობაზე;

ბ) დევნილს გამოყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები;

გ) ხდება სტიქიური ან ტექნოგენური მოვლენები, რომლებიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) დევნილს ფართობი თვითნებურად, კანონის დარღვევით აქვს დაკავებული.

    მუხლი 54 . დევნილის უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე

1. სამინისტრო ეხმარება დევნილს დროებით საცხოვრებელ ადგილზე საკუთარი უფლებების განხორციელებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:

ა) ეხმარებიან დევნილს დროებით დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

ბ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემწეობებსა და სხვა დახმარებებს;

) უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლში სახელმწიფოს ხარჯზე უფასო სწავლებას;

) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;

) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;

) ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში ამ კანონის პირველ მუხლი პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ;

) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით;

) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტდან.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახის/პირის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯებ დადგენილი წესით ფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის, სამინისტრო, უზრუნველყოფენ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს დევნილისთვის დროებით საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.“.

8. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:

ა) მას პირადი განცხადებით მოეხსნა დევნილის სტატუსი;

ბ) დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის პირველ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგა საქართველოს იურისდიქცია;

გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

დ) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) იგი გარდაიცვალა.

2. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

3. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

4. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენის თაობაზე დავას წყვეტს სასამართლო.

5. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:

ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პიველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა;

გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.“.

9. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დევნილის უფლებების დაცვის გარანტია“.

10. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დევნილთათვის დამატებითი დაფინანსების წყაროებია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულებები, სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებები.“.

11. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5597-რს