„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 31/12/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.05.001.001.011
  • Word
1199
18/12/2001
სსმ, 36, 31/12/2001
010.170.000.05.001.001.011
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996, ივლისი, №19-20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დევნილად ცნობის შესახებ მიმართვის წესი“;

ბ) პირველ პუნქტში სიტყვები „ადგილობრივ სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგიონალურ სამმართველოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონულ (საქალაქო) სამსახურს“;

გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ადგილობრივი სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგიონალური სამმართველო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახური“;

დ) მე-3 პუნქტში სიტყვები „შესაბამისი სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგიონალური სამმართველოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახურის“;

ე) მე-2 და მე-3 პუნქტებს სიტყვების „ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს“ წინ დაემატოს სიტყვა „საქართველოს“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად განცხადებით ითხოვს დევნილად ცნობას, ეძლევა მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე განსახლების შესახებ, ამასთან, მას შეუძლია შეარჩიოს დროებითი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ნათესავთან ან ახლობელთან.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) პირველ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში“;

ბ.ბ) მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„– უმწეო კატეგორიის დევნილმა ისარგებლოს სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დახმარებით, დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტებისა და ტარიფების ფარგლებში. ამავე წესით გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით ისარგებლოს ყველა დევნილმა ყოველწლიურად დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში;“;

გ) მე-5 პუნქტში სიტყვები „ადგილობრივი სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით „რეგიონალური სამმართველოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახურის“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „განცხადების რეგისტრაციიდან ერთ თვეში“ შეიცვალოს სიტყვებით „განცხადებით მიმართვიდან ერთი თვის ვადაში და უზრუნველყოფს დევნილზე საოჯახო ანკეტის შევსებას“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. დევნილის საზღვარგარეთ გასვლის შემთხვევაში, მისი მოთხოვნისას, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვალდებულია გასცეს ცნობა, რომ ეს დევნილი არის საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი.

7. დევნილს დაოჯახების შემთხვევაში უნარჩუნდება დევნილის სტატუსი. თუ ერთ-ერთი მშობელი არ არის დევნილი, ბავშვს შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლების თანხმობის საფუძველზე.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„– უმწეო კატეგორიის დევნილის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯებს დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტებისა და ტარიფების ფარგლებში ანაზღაურებს სახელმწიფო;“;

ბ) მე-4 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უფასო სწავლებას სახელმწიფოს ხარჯზე“;

დ) მე-9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„– იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილებისათვის არსებული ნორმით დროებით სარგებლობაში გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან“;

ე) მე-11 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ქვეპუნქტები:

„– უზრუნველყოფენ საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით;

– დევნილის გარდაცვალებისას დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით ანაზღაურებენ დევნილის დროებითი განსახლების ადგილის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„– იმ შემთხვევაში, როდესაც დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ქვეპუნქტი:

„– დევნილის გარდაცვალებისას.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები.“;

ბ) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით.

3. საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) დევნილებთან იდება შეთანხმება;

ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები;

გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით;

დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.“.

8. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.“.

9. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.“.

    მუხლი 2.

1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მთელ ტექსტში შეტანილ იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან გამომდინარე ცვლილებები, კერძოდ, თუ მუხლის რომელიმე პუნქტი იყოფა ქვეპუნქტებად, ისინი დაინომროს ანბანურად.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 18 დეკემბერი.

N1199-Iს