"იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3714-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 25/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 01017000005001016035
  • Word
3714-IIს
15/10/2010
სსმ, 57, 25/10/2010
01017000005001016035
"იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 11 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

ბ) ტერიტორიული ორგანო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ტერიტორიული ორგანო;

გ) დევნილის მოწმობა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობას და დევნილის სტატუსის მინიჭებას;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, უზრუნველყოფენ მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი იმ მომენტისთვის არსებული სახით; მიყენებული ზარალის კომპენსირება მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე საცხოვრებლად უვარგისი ბინის აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეს მიეცეს იქ დაბრუნების გარანტია;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 ოქტომბერი.

№3714– IIს