საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.05.001.000.155
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
335
28/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
010.170.000.05.001.000.155
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (18/12/2001 - 07/11/2003)

საქართველოს კანონი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, საქართველოს კანონმდებლობას, განსაზღვრავს დევნილთა სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, ადგენს მათ სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და განხორციელებას.

    მუხლი 1. დევნილი

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 2. დევნილად ცნობის შესახებ მიმართვის წესი

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ რეგიონალურ სამმართველოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონულ (საქალაქო) სამსახურს, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აღრიცხვაზე ასაყვანად, თუ მას მოუხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახური ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 10 დღეში დაადგინოს დევნილად ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობა და აღძრას შუამდგომლობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინაშე პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს პირის დროებით დევნილად ცნობა, სათანადო წესით მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებამდე, ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 3. იმ პირის უფლებანი და მოვალეობანი, რომელიც განცხადებით მიმართავს დევნილად ცნობის თაობაზე

1. პირს, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად განცხადებით ითხოვს დევნილად ცნობას, ეძლევა მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე განსახლების შესახებ, ამასთან, მას შეუძლია შეარჩიოს დროებითი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ნათესავთან ან ახლობელთან.

2. კონფლიქტის ზონიდან ახალგამოსული პირი, რომელმაც მიიღო ზემოაღნიშნული მიმართვა, სარგებლობს დროებით საცხოვრებელ ადგილამდე სახელმწიფო ტრანსპორტით ერთჯერადი უფასო მგზავრობისა და ბარგის უფასოდ გადატანის უფლებით.

3. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობამდე, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი ნორმებისა და წესის საფუძველზე, სარგებლობს შემდეგი შეღავათებით:

ა) იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე და ისარგებლოს უფასო კომუნალური მომსახურებით დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში;

ბ) მიიღოს სურსათი დევნილთათვის დაწესებული ნორმის ფარგლებში;

გ) უმწეო კატეგორიის დევნილმა ისარგებლოს სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დახმარებით, დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტებისა და ტარიფების ფარგლებში. ამავე წესით გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით ისარგებლოს ყველა დევნილმა ყოველწლიურად დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში;

დ) მიიღოს ერთჯერადი ფულადი და სხვა სახის სახელმწიფო დახმარება.

4. პირი, რომელმაც განცხადებით მიმართა დევნილად ცნობის თაობაზე, ვალდებულია:

ა) შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები დადგენილი წესის მიხედვით;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მოთხოვნისთანავე გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

5. განცხადების რეგისტრაციაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ლტოლვილთა და დევნილთა რაიონული (საქალაქო) სამსახურის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან უარის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 4. დევნილად ცნობის წესი

1. დევნილად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განცხადებით მიმართვიდან ერთი თვის ვადაში და უზრუნველყოფს დევნილზე საოჯახო ანკეტის შევსებას.

2. დევნილად ცნობილ პირს ეძლევა მოწმობა, რომლის ფორმას ადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

3. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სასამართლოს წესით საქმის განხილვამდე პირი, რომელმაც განცხადებით მიმართა დევნილად ცნობის თაობაზე, სარგებლობს ამ კანონის მე-3 მუხლში გათვალისწინებული უფლებებით და შესაბამისად – აკისრია მოვალეობები.

6. დევნილის საზღვარგარეთ გასვლის შემთხვევაში, მისი მოთხოვნისას, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ვალდებულია გასცეს ცნობა, რომ ეს დევნილი არის საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი.

7. დევნილს დაოჯახების შემთხვევაში უნარჩუნდება დევნილის სტატუსი. თუ ერთ-ერთი მშობელი არ არის დევნილი, ბავშვს შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლების თანხმობის საფუძველზე.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 5. დევნილის უფლებების უზრუნველყოფა დროებით საცხოვრებელ ადგილზე

1. დევნილის სტატუსის მქონე პირისათვის ყოველთვიური ფულადი შემწეობის, სურსათისა და სხვა სახის დახმარების ნორმის და გაცემის წესს ადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები.

2. დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:

ა) ეხმარებიან დროებით დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

ბ) დევნილობის პერიოდში აძლევენ ერთდროულ და ყოველთვიურ შემწეობას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი წესით;

გ) უმწეო კატეგორიის დევნილის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯებს დადგენილი წესით, სახელმწიფო სტანდარტებისა და ტარიფების ფარგლებში ანაზღაურებს სახელმწიფო;

დ) (ამოღებულია);

ე) უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უფასო სწავლებას სახელმწიფოს ხარჯზე;

ვ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;

ზ) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

თ) უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით საქართველოში დაწესებული ნორმის ფარგლებში;

ი) იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილებისათვის არსებული ნორმით დროებით სარგებლობაში გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან;

კ) მონაწილეობენ რეგიონში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;

ლ) ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, ეხმარებიან დევნილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში.

მ) უზრუნველყოფენ საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით;

ნ) დევნილის გარდაცვალებისას დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით ანაზღაურებენ დევნილის დროებითი განსახლების ადგილის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 6. დევნილის სტატუსის შეჩერება, დაკარგვა და ჩამორთმევა

1. პირის დევნილის სტატუსი შეჩერდება:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დასადგენია დევნილად ცნობისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე;

ბ) პირის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში დევნილად რეგისტრირებისას;

2. პირი კარგავს დევნილის სტატუსს:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას;

ბ) მუდმივ საცხოვრებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლისას.

) საქართველოს რომელიმე რეგიონში მუდმივად დასახლებისა და რეგისტრაციაში გატარებისას, სადაც არ არსებობს ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზები;

დ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების რეალურად არ არსებობისას.

ე) დევნილის გარდაცვალებისას.

3. პირს ჩამოერთმევა დევნილის სტატუსი, თუ გამომჟღავნდება, რომ სტატუსი მიიღო ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.

4. დევნილის სტატუსის დაკარგვის, შეჩერების ან ჩამორთმევის საკითხს წყვეტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

5. დევნილის სტატუსის დაკარგვაზე, შეჩერებასა ან ჩამორთმევაზე დავას განიხილავს სასამართლო.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 7. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები

1. თუ დევნილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაბრუნდება საცხოვრებელ ადგილას:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, უზრუნველყოფენ მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები; დევნილს, მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი იმ მომენტისათვის არსებული სახით; მიყენებული ზარალის კომპენსირება, მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე საცხოვრებელად უვარგისი ბინის აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეს მიეცეს იქ დაბრუნების გარანტია;

ბ) მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით.

3. საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) დევნილებთან იდება შეთანხმება;

ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები;

გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით;

დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 8. დევნილთათვის დახმარების ორგანიზება

1. დევნილთა მიღების, სტატუსის მინიჭების, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დასაქმებისა და სხვა სოციალურ საკითხებს წყვეტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

2. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.

    მუხლი 9. დევნილის უფლებების გარანტია

1. დევნილის უფლებებს იცავს სახელმწიფო.

2. თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციებში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 10. დევნილთათვის დახმარების ფინანსური წყაროები

1. დევნილთათვის ამ კანონის შესაბამისად გასაწევი ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

2. დამატებითი დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო სარეზერვო ფონდები, ფიზიკური და იურიდიული პირების შეწირულობანი, უცხოეთის სახელმწიფოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება.

საქართველოს 200 1 წლის 18 დეკემბრ ის კანონი № 1199 - სსმ I,  № 36 , 31 . 12 .200 1 წ., მუხ. 143

    მუხლი 11. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათთვის

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

19996 წლის 28 ივნისი,

№335-IIს

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1199 - სსმ I,  №36, 31.12.2001 წ., მუხ.143