დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016521 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2015 - 08/10/2015)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეიქმნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემდეგი პენიტენციური დაწესებულებები:
ა) №2 დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. 85) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი -1840 ბრალდებული/მსჯავრდებული; ბ) №3 დაწესებულება (ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. № 27) – პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 557 ბრალდებული/მსჯავრდებული; გ) №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1349 ბრალდებული/მსჯავრდებული; დ) №6 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1601 ბრალდებული/მსჯავრდებული; ე) №7 დაწესებულება (ქ. თბილისი, გულუას ქ. № 31) – პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 100 ბრალდებული/მსჯავრდებული; ვ) №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 3672 ბრალდებული/მსჯავრდებული; ზ) №9 დაწესებულება (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი - 1142 ბრალდებული/მსჯავრდებული; თ) №11 დაწესებულება (ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №3) – არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 160 მსჯავრდებული; ი) №12 დაწესებულება (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77) – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 450 მსჯავრდებული; კ) №14 დაწესებულება (ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება) – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 2690 მსჯავრდებული; ლ) №15 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 3861 მსჯავრდებული; მ) №16 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) – დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1048 მსჯავრდებული; ნ) №17 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64) – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 2050 მსჯავრდებული; ო) №18 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი - 180 ბრალდებული/მსჯავრდებული; პ) №19 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 698 ბრალდებული/მსჯავრდებული. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2510).
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები