„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
536
13/05/2020
ვებგვერდი, 13/05/2020
100020020.22.027.017031
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/05/2020 - 01/06/2020)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №536

2020 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ვ) №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ)  პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი  2325 ბრალდებული/მსჯავრდებული;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) №10 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი)  დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი  700 მსჯავრდებული;“.

მუხლი 2
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს №10 დაწესებულების  დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების  შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი