„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016705
111
15/08/2016
ვებგვერდი, 16/08/2016
100020020.22.038.016705
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №111

2016 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016521, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) №2 დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №85) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი -1068 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ბ) №3 დაწესებულება (ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. №27) - პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 92 ბრალდებული/მსჯავრდებული;

გ) №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - ქალთა სპეციალური დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 867 ბრალდებული/მსჯავრდებული;

დ) №6 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 309 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ე) №7 დაწესებულება (ქ. თბილისი, გულუას ქ. № 31) - პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 30 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ვ) №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 3170 ბრალდებული/მსჯავრდებული;

ზ) №9 დაწესებულება (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 72 ბრალდებული/მსჯავრდებული;

თ) №11 დაწესებულება (ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №3) - არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 106 მსჯავრდებული;

ი) №12 დაწესებულება (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77) - ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 335 მსჯავრდებული;

კ) №14 დაწესებულება (ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება) - ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1062 მსჯავრდებული;

ლ) №15 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) - ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1388 მსჯავრდებული;

მ) №16 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60) - დაბალი რისკის თავისუფლების  აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 1044  მსჯავრდებული;

ნ) №17 დაწესებულება (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64) - ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება - მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 2000 მსჯავრდებული;

ო) №18 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 140  ბრალდებული/მსჯავრდებული;

პ) №19 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი - ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი - 698 ბრალდებული/მსჯავრდებული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი