„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017008
513
05/04/2020
ვებგვერდი, 05/04/2020
100020020.22.027.017008
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №513

2020 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პატიმრობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 31.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) №9 დაწესებულება – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:

ზ.ა) 72 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11);

ზ.ბ) 224 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი