„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 929
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017418
929
08/09/2023
ვებგვერდი, 08/09/2023
100020020.22.027.017418
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №929

2023 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) №1 დაწესებულება (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლაითური) – პატიმრობის, დაბალის რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 ბრალდებული/მსჯავრდებული;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა​1“ ქვეპუნქტი:

„ა1) №2 დაწესებულება (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. №85) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი –1068 ბრალდებული/მსჯავრდებული;“.

მუხლი 2
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს №1 პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, დაწესებულებაში შესაბამისი კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე