„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017019
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
524
29/04/2020
ვებგვერდი, 29/04/2020
100020020.22.027.017019
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2020 - 01/06/2020)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №524

2020 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასა და აღნიშნული დაწესებულებიდან  სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი