დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 570 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017065 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პატიმრობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 31.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის:
ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) №18 დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი: ო.ა) 140 ბრალდებული/მსჯავრდებული (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ); ო.ბ) 90 ბრალდებული/მსჯავრდებული (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი);“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.
|
| მუხლი 2 |
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №19 დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №19 დაწესებულების (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლიკვიდაციასათან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 5 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები